საქართველოში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 70 462 819 ლარით გაიზარდა

საქართველოში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 70 462 819 ლარით გაიზარდა

access_time2020-02-11 12:30:54

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 049 010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 70 462 819 ლარით არის გაზრდილი.


2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, „საქართველოს ბანკმა“  99 065 797 ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩენებელი  56 934 467 ლარს შეადგენდა. 


შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, მის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ამავე პერიოდში 78 384 425  ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 629 624 ლარით გაიზარდა.


მესამე ადგილზეა „ქართუ ბანკი“, რომლის მიერ დასაკუთრებულია 14 339 254 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება, რაც 2018 წლის ოთხი კვარტლის მონაცემებთან შედარებით 11 056 753 ლარით შემცირებულია.



მომდევნო პოზიციაზე „ბაზისბანკია“ 13 825 651 ლარის დასაკუთრებული ქონებით, ხოლო ხუთეულს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“  (10 067 967 ლარი) ასრულებს.


დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი:

  1. „საქართველოს ბანკი“ – 99 065 797 ლარი;
  2. „თიბისი ბანკი“ – 78 384 425 ლარი;
  3. „ქართუ ბანკი“ – 14 339 254 ლარი;
  4. „ბაზისბანკი“ – 13 825 651 ლარი;
  5. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – 10 067 967 ლარი;
  6. „სილქ როუდ ბანკი“ – 423 245 ლარი;
  7. „კრედო ბანკი“ – 813 532 ლარი;
  8. „ფინკა ბანკი საქართველო“ – 225 548 ლარი;
  9. „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 477 491 ლარი;
  10. „ტერაბანკი“ – 2 226 546 ლარი;
  11. „ლიბერთი ბანკი“ – 47 775 ლარი;
  12. „ზირაათბანკი საქართველო“ – 82 225 ლარი;
  13. „პროკრედიტ ბანკი“ – 69 554 ლარი.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, „იშ ბანკი საქართველოს“ და „პაშა ბანკი საქართველოს“ დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up