საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 75 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ მუშევანიდან იყო. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
საქართველოში ეს COVID19 -ით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.
მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 796 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი..