კიდევ ერთი ინტერნეტ-კაბელი შავი ზღვის გავლით საქართველოში - 35 მილიონიან პროექტს მამია სანადირაძე იწყებს

კიდევ ერთი ინტერნეტ-კაბელი შავი ზღვის გავლით საქართველოში - 35 მილიონიან პროექტს მამია სანადირაძე იწყებს

access_time2020-07-29 16:30:43

2022 წლიდან საქართველო ინტერნეტს ახალი წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელიდან მიიღებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და მას „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.


როგორც სანადირაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა,  კომპანიიდან წასვლის შემდგომ, ახალ მესეკუთრეებს კაბელი არ შეუცვლიათ, რამაც აბონენტებისთვის ინტერნეტის შეფერხებით მიწოდება გამოიწვია. სანადირაძის ახალი პროექტის იდეაც ხარისხიან ინტერნეტზე მაღალი მოთხოვნის გამო გაჩნდა.


 „ახალ კაბელზე მუშაობა დაწყებულია. ზღვის ფსკერზე საპროექტო მოძიებითი სამუშაოები მიმდინარეობს და ამას ამერიკული კომპანია Subcom-უზრუნველყოფს. კაბელი რუმინეთის პორტ „კონსტანცადან“ წამოვა და ფოთის ჩრდილოეთით დაბოლოვდება,


პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 35 მლნ. აშშ. დოლარია, რომლის დიდ ნაწილს ამერიკის ექპორტ-იმპორტის ბანკი და ჩემი ვაშინგტონელი პარტნიორი ფარავს.“ - განმარტავს მამია სანადირაძე.



Diamond link global-ის გენერალური დირექტორის მამია სანადირაძის განცხადებით, ახალი კაბელის დამატებით საქართველოს უფრო სწრაფი და იაფი ინტერნეტი ექნება, რაც ასევე დიდი სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მომსახურებაზეც აისახება.


ამ პროექტის მეშვეობით ინტერნეტი უფრო გაიაფდება, რადგან ჩვენ მსხვილ ინტერნეტ პროვაიდერებზე ვიქნებით ორიენტირებული. ეს გააუმჯობესებს დიდი სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მომსახურეობას და უფრო სწრაფი ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი.


საქართველოს ინტერნეტ ბაზარი დიდი არ არის. ჩვენი ახალი კაბელი დაახლოებით 120 ტერაბაიტ საწყის ინფორმაციას გაატარებს. იგი არა მხოლოდ ქართულ, არამედ ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიისა და ჩინეთის ნაკადებზეა ორიენტირებული.“  -ამბობს მამია სანადირაძე.


Subcom-ი თანამედროვე ქსელების წყალქვეშა გაყვანილობის ერთ-ერთი ლიდერი ამერიკული კომპანიაა, რომლის პროექტებს შორისაა ომანი-ავსტრალიისა და მანატუას საკაბელო სისტემები.


კომპანია 1955 წლიდან ფუნქციონირებს და მსოფლიოს მასშტაბით დღემდე 200-ზე მეტი წყალქვეშა საკაბელო სისტემა აქვთ გაყვანილი.


ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up