საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობა ევროპის საშუალო მაჩვენებელს 2,5–ჯერ აღემატება

საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობა ევროპის საშუალო მაჩვენებელს 2,5–ჯერ აღემატება

access_time2016-02-10 19:30:49

უმუშევრობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, თითქმის ყველა ასაკის ადამიანი დასაქმების პრობლემას უჩივის. UNICEF_ის კვლევის თანახმად, უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ახალგაზრდებში დგას. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდებში არსებული უმუშევრობის მაღალი დონე. 

 

კვლევის მიხედვით, საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე 15-29 წლამდე ახალგაზრდებში ფიქსირდება. ამ ასაკის ახალგაზრდებში სამუშაოს მაძიებელთა აქტიურობის დონე 60%-ს აღწევს, თუმცა, უმუშევრობა 30,7%-ია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი (33,2%) უმაღლესი განათლებითაა.


ამავე დროს NEET-ის (young people not inemployment, education or training) ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 31,2%_ია, მათ შორის 64,4% ქალები არიან. 

 

საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელს (13,1%) თითქმის 2,5_ჯერ  აღემატება.


`დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა სწორედ უმუშევრობაა და განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმება. მათი დიდი ნაწილი ამოვარდნილია ეკონომიკური პროცესებიდან.



18_დან 24 წლამდე ახალგაზრდები სტუდენტები არიან, რომლებმაც დაამთავრეს ან ამთავრებენ უნივერსიტეტს. სტუდენტები წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ ჯგუფს, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი პროფესიული მომზადება. 25_დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, ძირითადად, უკვე აქვთ გაკეთებული პროფესიული არჩევანი, მათ იციან რა უნდათ, უმრავლესობას საკუთარი ოჯახიც ჰყავს და საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს აყენებენ შემოთავაზებულ სამუშაოზე~, - აღნიშნავს european.ge-ს მთავარი რედაქტორი მათე გაბიცინაშვილი.

 

საქართველოსგან განსხვავებით, სტუდენტებს დასაქმების მეტი შესაძლებლობები აქვთ განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითად, ნორვეგიაში სტუდენტებს აქვთ საშუალება სწავლასთან ერთად დღის მეორე ნახევარში იმუშაონ მაღაზიებში მიმტანებად, გაზეთების დამრიგებლად და ა.შ. ნორვეგიელი სტუდენტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ლექციებზე დასწრება, რადგან მათი სამუშაო განაკვეთი მხოლოდ ოთხი საათია.

 

`ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია 18_დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც პირველად გადიან შრომით ბაზარზე. სიტუაციას ამძიმებს განათლების სისტემის პრობლემაც. საქართველოში ხარისხიანი საუნივერსიტეტო განათლების მიღება ფაქტიურად შეუძლებელია. ახალგაზრდები საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო კარგ სამსახურს ვერ შოულობენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების დაქვეითებასა და კარიერისტული სულის ამაღლებას.

 

საჭიროა სპეციალური ადაპტაციის პროგრამები, რომელიც ახალგაზრდა თანამშრომლებს დაეხმარება ადეკვატურად აღიქვან არსებული სოციალურ შრომითი ურთიერთობების სფერო. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდეს ახალგაზრდების დასაქმების პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდების ინტერესებზე.

 

ჩვენ გვაქვს ასეთი ინიციატივა, რომ გარკვეულ ასაკამდე სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ განთავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, რაც გამოიწვევს მათი შემოსავლის გაზრდას და შესაბამისად მეტი სტიმულის გაჩენას ახალგაზრდებში.

 

სტუდენტებმა უნდა დაიწყონ სწავლის პარალელურად მუშაობა, რაც ხელს უწყობს, როგორც დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებას ისე სამუშაო გამოცდილების მიღებასა და შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ცხადია იმისთვის, რომ ეს ეკონომიკისთვის შეთავსებადი იყოს, აუცილებელია სოლიდარული საგადასახადო სისტემაზე გადასვლა. მაგალითად, პროგრესული გადასახადის შემოღება~, - განაცხადა მათე გაბიცინაშვილმა.


გაზეთი "ბანკები და ფინანსები" 



TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up