საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების პროგრამა ამოქმედდა

საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების პროგრამა ამოქმედდა

access_time2016-06-16 10:25:40

14 ივნისს, თბილისში, გაიმართა ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში'', მეორე კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან. შეხვედრას 20-ზე მეტი ბიზნეს კომპანიის და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც უკვე გამოთქვეს მზაობა ჩაერთონ ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამაში. ინოვაციურ პროექტში დაგეგმილია  არაერთი ბიზნეს კომპანიის და ორგანიზაციის ჩართვა, რაც თავის მხრივ  ხელს შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდას და ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში მათი ფართო მასშტაბით  მონაწილეობას.ამავე შეხვედრაზე გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც  ბიზნეს ორგანიზაციები იხელმძღვანელებენ ახალგაზრდების დასაქმების კომპონენტზე მუშაობისას.


პროექტის პირველ სამუშაო შეხვედრას ბიზნეს კომპანიებიდან ესწრებოდნენ: კომპანია „მეღვინეობახარება",მიკროსაფინანსოორგანიზაცია''კრისტალი'', მიკროსაფინანსოორგანიზაცია „ბი-აი-ჯი",აუდიტორულიკომპანია „ფინანსურიოფისი",საერთაშორისო აუდიტორული ფირმა BDO.საქართველოს მცირედასაშუალოსაწარმოთაასოციაცია,ბიზნესასოციაცია „ქალებიმომავლისთვის", კონკურენციისცენტრი,ამერიკისსავაჭროპალატა,საქართველოსტურიზმისასოციაცია (GTA),სავაჭრო-სამრეწველოპალატა''საფრანგეთი-საქართველო'',ინფრასტრუქტურისმშენებელთაასოციაცია,სს „ვისოლპეტროლიუმჯორჯია", სადაზღვევო კომპანია''ICGroup'' (აი სი ჯგუფი),შპს „დიო",სს „თბილისიცენტრალი",შპს „ტექნობუმი",''სმარტი'', სუპერმარკეტებისქსელი,,Wendy's, Dunkin Donuts,ტურისტული კომპანია ''Discover Georgia''.


პროექტის ამ კომპონენტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების  დასაქმების ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გაზრდა, სამუშო ადგილებზე პრაქტიკული ცოდნის მიღება და  ახალგაზრდების მხარდამჭერი კორპორატიული პრაქტიკის დანერგვა.


უფრო  კონკრეტულად მოცემული პროექტის ეს კომპონენტი გულისხმობს:


1. ''დამსაქმებელთა გზამკვლევის'' მომზადებას სტაჟირებისთვის და კომპანიების დ აბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების HR-ისთვის ტრენინგების ორგანიზებას;

2. ახალგაზრდებისადმი მეგობრულად განწყობილი ბიზნეს-კომპანიების მიერ "ახალგაზრდების მეგობართა ბიზნეს-ჯგუფის" შექმნას, რომელიც იქნება სოციალური პასუხისმგებლობის პლათფორმა და ხელსშეუწყობს ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამის განხორციელებას და ახალგაზრდების დასაქმებას;

3.         ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა განხორციელდება როგორც ბიზნესსექტორში, ასევებიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებში. შერჩეული სტუდენტები გაივლიან საგანგებოდ მომზადებულ 2-3 თვიან სტაჟირების კურსს და შესაბამისად მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას ბიზნეს კომპანიებისა და ორგანიზაციებისგან.

პროექტის მეშვეობით გაიზრდება ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობები,  გაფართოვდება არეალი ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმებისათვის, რაც გააძლიერებს მათ ეკონომიკურ აქტივობას და მისცემს მათ საშუალებას, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარების საქმეში.


„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში'' ხორციელდება ფონდი ''კრისტალის'' მიერ, ორგანიზაცია 'PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ''კრისტალთან" თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 3 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნესკომპანიაში დაიწყება 3 თვიანი სტაჟირების პროგრამების პეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ასევე ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში იქმნება. სტაჟირებას 400-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად მოხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.




 




22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up