საქართველოში ავოკადოს პირველი ბაღი გაშენდა

საქართველოში ავოკადოს პირველი ბაღი გაშენდა

access_time2021-05-13 14:35:44

ქართულმა კომპანია “Geonuts Company”-მ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 6 ჰექტარზე საქართველოში პირველი ავოკადოს ბაღი გააშენა.

 

კომპანიაში ამ ეგზოტიკური პროდუქტის საქართველოში წარმოების პერსპექტივებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ადასტურებენ, რომ პლანტაცია უკვე მზადაა და ამ ეტაპზე მცენარეებზე დაკვირვება მიმდინარეობს.


“Geonuts Company” -მა ნერგები იტალიური კომპანია Vivai Zanzi-სგან იყიდა, და ისინი გურიაში არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა.


პირველი მოსავალი კი მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ იქნება.

 

“Geonuts Company” -მა ნერგები იტალიური კომპანია Vivai Zanzi-სგან იყიდა და ისინი გურიაში არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეარჩია.

 

ავოკადო - მსოფლიოში ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ყველაზე სწრაფად ზრდადი მიმართულებაა და ისეთ პოპულარულ პროდუქტებს უსწრებს, როგორებიცაა ლურჯი მოცვი, ალუბალი მანგო და დურიანი. ყოველწლიურად ავოკადოს გაყიდვები 780 მლნ. დოლარით იზრდება. შესაბამისად, “Geonuts Company” საქმიანობას საკმაოდ წარმატებულ დარგში იწყებს, თუმცა არის გარკვეული რისკებიც - ავოკადო საქართველოსთვის ახალი ხილია და ის საქართველოში კომერციული დანიშნულებით არასდროს უწარმოებიათ- ამბობს გაეროს სოფლის მეურნეობისა და წარმოების ორგანიზაციის საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი ანდრეი იარმაკი.


 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრის მეცნიერულ-კვლევით ცენტრის უფროსის ზვიად ბობოკაშვილის თქმით, საქართველოში ავოკადოს მოყვანის მცდელობები უკვე იყო - 40-50-იამ წლებში, თუმცა, ის წარუმატებლად დასრულდა - შერჩეული ნერგები ყინვას ცუდად იტანს, ხოლო მე-20 საუკუნის შუა პერიოდში კლიმატი დღევანდელზე ბევრად უფრო ცივი იყო.

 

„დღეს საქართველოში კლიმატი შედარებით  რბილია, ამიტომაც ავოკადოს კომერციულ მოყვანაზე საუბარია სავსებით შესაძლებელია.  მთავარია სახეობების სწორი შერჩევა, რაც ექსპერიმენტებს და კვლევებს საჭიროებს. ნერგების კომერციული სახეობები 5-6 გრადუს ყინვაზეა გათვლილი, თუმცა ისეთებიც არის, რომლებიც -10% გრადუსს უძლებენ. საქართველოში პერსპექტივა სწორედ ასეთ სახეობებს აქვს“ - ამბობს ის.

 

ბობოკაშვილის თქმით, ავოკადი ციტრუსებთან ახლოსაა, ამიტომაც მისი მოყვანა სასურველია ტრადიციულად საციტრუსო, ძირითადად ზღვისპირა რეგიონებში.  თუმცა, წინასწარ აუცილებელია სპეციალური კვლევების ჩატარება.

 

„გლობალური დათბობის წყალობით საქართველოში ისეთი კულტურების მოყვანა გახდა შესაძლებელი, რომლებიც ადრე არ ხარობდა, მაგრამ ტემპერატურასთან ერთად ექსტრემალური კლიმატური გამოვლინებებიც მატულობს - მაგალითად, გახშირდა გვალვები, რომლებიც ყველანაირ მცენარეებზე, მათ შორის სუბტროპიკულზეც, ნეგატიურად აისახება“  - აღნიშნავს სპეციალისტი.

 

მისი თქმით, ავოკადო შესაძლოა საქართველოში სწრაფად მზარდი პროდუქტი გახდეს, ამისთვის კი საჭიროა ადგილობრივ პირობებთან ადაპტირების მიზნით, სხვადასხვა სახეობებთან მუშაობა და ექსპერიმენტები.

 

ავოკადოს ქართველი მწარმოებლებისთვის კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ პროდუქტის მოხმარება მკვეთრად იზრდება - როგორ საქართველოსთვის ტრადიციულ ბაზრებზე - რუსეთსა და უკრაინაში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში.

 

თურქეთი რუსეთის და უკრაინის ბაზრებს უკვე აქტიურად ითვისებს და საქართველოს მისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია.

 

 east-fruit.com


თენგიზ აბლოთია

თეგები:
ავოკადო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up