საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი“, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, გაგრძელდება „ასტრაზენეკას“ მოწოდება, რადგან 55 წელს გადაცილებულ პირთა წრე საკმაოდ ფართოა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება, რადგან საკმაოდ ფართოა 55 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. ის დოზა, რომელიც გვაქვს, საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს „ასტრაზენეკას“, მისი მოწოდება გაგრძელდება ჩვეულებრივად“ , – დასძინა გაბუნიამ.
1tv.ge