პოლიტიკური არასტაბილურობის გამო  გაჩერებული კიდევ  ერთი  მრავალმილიონიანი  პროექტი

პოლიტიკური არასტაბილურობის გამო გაჩერებული კიდევ ერთი მრავალმილიონიანი პროექტი

access_time2021-10-04 12:00:40

მაშინ, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული, საქართველოს მთავრობის წევრები საპირისპიროს ამტკიცებენ. მაგალითად, ნათია თურნავა ამბობს, რომ ინვესტორები გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე უფრო ფრთხილები გახდნენ. ეკონომიკის მინისტრის აზრით, საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული. თუმცა, რეალურად სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. „კომერსანტი“ მოგიყვებათ ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, როგორ დაპაუზდა მრავალმილიონიანი პროექტი. პროექტი, რომელსაც საქართველოში ამერიკული კაპიტალი, მედიცინა და განათლება უნდა შემოეტანა.

 


ბიზნეს გარიგება დაახლოებით 7 თვის წინ დაიწყო, როდესაც ამერიკაში მყოფმა ქართველებმა უმსხვილესი სამედიცინო კორპორაციის Northwell Health-ის მეწილე გაიცნეს და მას საქართველოში ამერიკული სტანდარტების ჰოსპიტლის გახსნა შესთავაზეს. თემო ფარულავა ერთ-ერთი იმ ქართველებს შორის, რომელიც მოლაპარაკებებში იყო ჩართული. პროფესიით ექიმი, დაახლოებით 3 წელია ამერიკაში ცხოვრობს. კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო მენეჯმენტის კურსდამთავრებული ნიუ-იორკში ამავე მიმართულებით მუშაობს. იგი გვიყვება, დეტალურად გვიყვება იმ მასშტაბური პროექტის შესახებ რომლის განხორციელებაც ინვესტორებს საქართველოში უნდოდათ:

 




„ამერიკაში არის რამდენიმე უმსხვილესი ჰოსპიტალური ქსელი, რომელიც დაახლოებით 50 მდე ჰოსპიტალს აერთიანებს. Northwell Health ერთ-ერთი მათგანია, კომპანიას ნიუ-იორკში 25 მდე დიდი და პატარა სტაციონალური და ამბულატორიული ტიპის კლინიკა აქვს. ამ კორპორაციის წლიური ბრუნვა დაახლოებითი 18 მილიარდია. უმსხვილეს ბიზნეს კორპორაციაში წილი ბევრ ადამიანს აქვს, ერთ-ერთი ინვესტორთან პრივატული საუბრის დროს გავიგეთ, რომ ბაზრის გაზრდა უნდოდათ. ჩვენ მათ გავაცანით აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი პერსპექტიული ქვეყანა საქართველო და ვთხოვეთ დაინტერესებულიყვნენ, რადგან ჩვენი ქვეყანა არის კარგი ბაზარი საინვესტიციოდ სამედიცინო სფეროში. მან წამოაყენა შემდეგი წინადადება, რომ თუ ჰოსპიტლის პროექტი განხორციელდებოდა ის მზად იყო ევროპული ბაზრისთვის საწარმოებელი მედიკამენტების ქარხანა საქართველოში აეშენებინა, რადგან მას წილი ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიაშიც აქვს“, - აცხადებს თემო ფარულავა.

 



თემო ფარულავა ამბობს, რომ მუშაობა სხვადასხვა საკითხზე მიდიოდა, თუ როგორ უნდა დაწყებულიყო ეს საქმე. მისი თქმით, ინფორმაციის მიწოდების და გაცვლის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. მომზადდა საინვესტიციო წინადადების გეგმა, როგორც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ამბობს, მხოლოდ ჰოსპიტლის პროექტის ღირებულება საწყის ეტაპზე 60 მლნ ამერიკულ დოლარი იყო. თუმცა მანამდე უნდა ყოფილიყო ვიზიტი საქართველოში, რა დროსაც სიღმისეული ანალიზი უნდა გაკეთებულიყო. თუ ყველაფერი გემის მიხედვით განვითარდებოდა თემო ფარულავას თქმით, 5 წლის განმავლობაში საქართველოში 150 მლნ დოლარის ინვესტირების განხორციელება იგეგმებოდა. მაგრამ, მას შემდეგ რაც ინვესტორები საქართველოში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ გეგმები შეიცვალა:

 


„როცა კომპანია ამ მასშტაბის ინვესტიციის განხორციელებას ფიქრობს, ის პოლიტიკურ თემებს ყურადღებას აქცევს, შესაბამისად კონსულტაციებს ადგილზე გადიან. გვითხრეს, რომ მათ ჰქონდათ რამდენიმე იმ კონგრესმენთან საუბარი, რომელიც საქართველოს თემატიკაზე მუშაობენ. გვითხრეს, რომ უმჯობესი იქნებოდა პროექტი დროებით შეჩერებულიყო, რადგან კონგრესმენებმა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ამხელა ინვესტიციის განხილვა ამ ეტაპზე სასურველად არ ჩათვალეს. ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკურ სიტუაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა და  გავლენა აქვს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. სურვილი მაქვს, რომ ჩემს ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების საშუალება მოგვეცეს და სხვა ქვეყანაში არ გვითხრან, რომ ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური სტაბილურობა და ბიზნეს ვერ განახორციელებენ“, - განაცხადა თემო ფარულავამ.

 


თემო ფარულავა ამბობს, რომ ინვესტორებს პროექტის განხორციელება უნდათ, შესაბამისად პროექტი დღის წესრიგად არ მოხსნილა, მისი თქმით, პოლიტიკურმა მდგომარეობამ მასშტაბური პროექტის დროებით დაპაუზება გამოიწვია.

 


„საუნივერსიტეტო კლინიკა უნდა ყოფილიყო, სადაც ამერიკელი სპეციალისტები ჩამოვიდოდნენ, ასევე იგეგმებოდა ტრანსპლანტოლოგიის ცენტრის გახსნა, პროექტი ძალიან ბევრი იდეის განხორციელებას გულისხმობდა. ასეთი მასშტაბის უცხოური ინვესტიცია ჯანდაცვის სფეროში მე არ მინახავს. ეს იყო ამერიკული ინვესტიცია, რომელსაც არამარტო ბიზნესის თვალსაზრისით ჰქონდა პერსპექტივა არამედ სამეცნიერო კუთხითაც.



საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, თუმცა ამ ეტაპზე პროექტი დაპაუზებულია. მოლაპარაკებები რაღაც დონემდე მისულია, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ადამიანები ინვესტირებით არიან დაინტერესებულები, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ველოდებით საქართველოში მოვლენები როგორ განვითარდება, ჩვენ ამ ჯგუფთან კომუნიკაცია გვექნება, ეს არის უმსხვილესი სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფი და მათი დაკარგვა ასე არ შეიძლება. სანამ საბოლოო უარს არ გვეტყვიან, ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე“, - ამბობს თემო ფარულავა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up