საქართველოში არსებული კლინიკების ნაწილი შეიძლება, გაერთიანდეს

საქართველოში არსებული კლინიკების ნაწილი შეიძლება, გაერთიანდეს

access_time2019-10-30 15:00:20

საქართველოში არსებული კლინიკების ნაწილი შეიძლება, გაერთიანდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.


მისი განმარტებით, აღნიშნულის აუცილებლობა შეიძლება დადგეს იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკებს სელექციური კონტრაქტირების ფარგლებში გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ.


„დღეს ჩვენ კლინიკების ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს. მსოფლიოში ვართ მეორე ან მესამე ადგილზე. 79 კლინიკა გვაქვს 1 მილიონ მოსახლეზე, რომელიც არის ძალიან მაღალი ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით. ჰოსპიტალების სიმრავლე იწვევს მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს იმიტომ, რომ ყველა კლინიკას სჭირდება მენეჯერი, დამხმარე პერსონალი, ფინანსური გუნდი. საწოლების ფონდი ის გვჭირდება, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არის არარაციონალურად გადანაწილებული, რაც ზრდის მომსახურების ხარჯს და მეორეც, ამცირებს მომსახურების ხარისხს იმიტომ, რომ იმ პატარა კლინიკას განვითარებისა და მაღალტექნოლოგიებში ინვესტიციის შესაძლებლობა აქვს ძალიან დაბალი. ამდენად, როდესაც გაიზრდება სერვისის წარმოების მოცულობა, თავისთავად, აქ ეფექტურობის პოტენციალი იზრდება. ჩვენ გაერთიანებას ვერავის შევთავაზებთ, მაგრამ თვითონ შეიძლება მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უმჯობესია გაერთიანდნენ, რათა სახელმწიფო პროგრამაში სელექციური კონტრაქტის ფარგლებში მიიღონ მონაწილეობა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.


ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა ისიც, რას გულისხმობს სელექციური კონტრაქტირება.



„სელექციური კონტრაქტირება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება სერვისების მიმწოდებელი, მიიღება გარკვეული პირობების ანუ კრიტერიუმების საფუძველზე. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ ჰოსპიტალურ სერვისზე, შეიძლება, გავითვალისწინოთ საწოლების რაოდენობა და ვთქვათ, რომ, დავუშვათ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საწოლების გარკვეული რაოდენობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, გახდეს მონაწილე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში და აქვე განმარტა, რომ ბევრი ქვეყანა, როდესაც ჰოსპიტალურ სექტორს გეგმავს, ითვალისწინებს, რომ კლინიკაში არ იყოს 300 საწოლზე ნაკლები, თუმცა იმის გამო, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, შეიძლება საუბარი 150 საწოლზე იყოს. მისივე თქმით, კლინიკების გეოგრაფიული მდებარეობაც გასათვალისწინებელი იქნება, რადგან რაიონულ ცენტრში შეიძლება საერთოდ არ იყოს 150 საწოლის აუცილებლობა, ამიტომ იქ უფრო პატარა ზომის საავადმყოფოს შენარჩუნება იქნება საჭირო.


ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სელექციური კონტრაქტირების ფარგლებში შემუშავებულ კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთია ის, რომ ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს რამდენიმე პროფილი.


„ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს არა ერთი პროფილი, არამედ რამოდენიმე და იყოს ჩამონათალი ამ პროფილების, თუ რა პროფილი უნდა ჰქონდეს, მაგალითად ქირურგია, მიანგინეკოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია და.ა.შ. ასევე, შეიძლება, იყო მოთხოვნები ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური სერვისების თვალსაზრისით, უნდა ჰქონდეს, დავუშვათ, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული მთელი რიგი სხვა გამოკვლევების ჩატარების საშუალება. აი, ასეთი პირობები ჩამოყალიბდება ხელშეკრულების ფარგლებში და უკვე მხოლოდ ეს დაწესებულებები შემოვლენ, როგორც სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო პროგრამაში“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.


მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია მხოლოდ დიდი ზომის კლინიკების შემთხვევაშია შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილებაც კლინიკებს მოუწევთ. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იმედოვნებს, რომ სელექციური კონტრაქტირების შედეგებს მოსახლეობა წლის ბოლოსთვის იგრძნობს.


ipn.ge





გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი"

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი
access_time2020-04-03 11:51:20
დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის...

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს
access_time2020-04-03 10:45:33
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს“, — ამის შესახებ, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში. ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით,...

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...


მსგავსი სიახლეები

up