“საქართველოში არის დაბალი გადასახადები, თუმცა ეს  ამ ხელისუფლების დამსახურება არ არის“

“საქართველოში არის დაბალი გადასახადები, თუმცა ეს ამ ხელისუფლების დამსახურება არ არის“

access_time2019-04-25 11:00:19

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში. მინისტრის განცხადებას „კომერსანტთან“ ეკონომიკის ექსპერტები აფასებენ . „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ეთანხმება მაჭავარიანს, რომ  საქართველო შედარებით დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა, თუმცა საბანკო ექსპერტი აცხადებს, რომ ეს ქართული ოცნების ხელისუფლების დამსახურება არაა.

 

„საქართველოში არის დაბალი გადასახადები, ამის არაღნიშვნა არ შეიძლება, მაგრამ ეს არ არის ამ ხელისუფლების დამსახურება, მათ დახვდათ ეს გადასახადები და რისი გაზრდაც შეეძლოთ მგონი ყველაფერი გაზარდეს. რეალურად გადასახადების თვალსაზრისით მართლა კარგი გარემოა ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის, თუმცა მხოლოდ გადასახადები საკმარისი არ არის. მათ შემდეგ სხვადასხვა ბარიერები ექმნებათ. ერთ-ერთი ამ მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი სასამართლო. ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკური განვითარება სასამართლოს გარეშე ეკონომიკური ზრდა არ იქნება, რაც არ უნდა დაბალი და ლოიალური გადასახადები გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

 

ფინანსთა მინისტრს ეთანხმება ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათიაც თუმცა , ექსპერტი აცხადებს, ქვეყნები მარტო გადასახადების დონით არ უნდა შევადაროთ:


 

„ფინანსთა მინისტრი მართალია, გერმანიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტს იხდიან, მაგრამ გადასახადების გადახდის შემდეგ იმ ადამიანებს უფრო მეტი მოგება რჩება.  ქვეყნები მარტო გადასახადების დონით არ უნდა შევადაროთ უნდა შევადაროთ შემოსავლების დონითაც. გადასახადები მშპ -თანაც უნდა იანგარიშო და ამ მხრივ  საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ბოლო მონაცემებით სავარაუდოდ გადასახადების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 30 პროცენტია“, - განმარტავს ირაკლი მაკალათია.



ბაჩო ადამია




„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up