საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 3-ჯერ აღემატება.
ქართული მარწყვის სეზონი პიკს მაისსა და ივნისში აღწევს, შემდეგ მიწოდება სწრაფად იკლებს. მიმდინარე წელს არასეზონზე მარწყვის იმპორტის მოცულობა რეკორდულია.
მარწყვის იმპორტი აგვისტოდან თებერვლამდე სეზონის მიხედვით, ტონებში
2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის თებერვლამდე უახლესი სავაჭრო მონაცემებით საქართველომ 750 ტონა მარწყვი შემოიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 44% ით აღემატება.
ასეთი უზარმაზარი ნახტომი გაზრდილ მოთხოვნას , რუსების საქართველოში შემოდინებას და პანდემიისგან გამოჯანმრთელებულ ეკონომიკას უკავშირდება.
ზოგადად, იმპორტის ზრდა დაკავშირებულია ადგილობრივი წარმოების შემცირებასთან და HoReCa სექტორისა და სუპერმარკეტების ქსელების ზრდასთან. საქსტატის მონაცემებით, 2016-2017 წლებში საქართველომ 5 300 ტონა მარწყვი აწარმოვა, თუმცა შემდეგ 4 წელიწადში მთლიანმა წარმოებამ მხოლოდ 5 000 ტონა შეადგინა.
2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის თებერვლამდე იმპორტირებული მარწყვის 82% ახალი იყო, დანარჩენი გაყინული. გაყინული მარწყვის იმპორტი უფრო შემთხვევითი და არასტაბილურია, ხოლო ახალი მარწყვის იმპორტი სტაბილურად იზრდება.