„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს  მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“

access_time2019-12-06 10:50:58

„არ მეგონა სიბერის თუ შემეშინდებოდა, ხვალინდელი დღის კი არა უკვე დღეს დაღამებისაც მეშინია, რადგან მშიერი ვიძინებ. ამას ცხოვრება ჰქვია? ყველაფერი გაგვიძვირდა, საარსებო საჭმელს ვეღარ ვყიდულობ.არის პროდუქტები, რომელზეც დიდი ხანია უარი ვთქვი, მაგალითად ხორცი, ვეღარ ვყიდულობ იმიტომ, რომ ძალიან გაძვირდა. ხილსაც იშვიათად ვყიდულობ, ისიც თითო-თითოს. არაფერს ვამბობ წამლებზეც, რომელშიც მთელი ჩემი პენსია იხარჯება. პირადად მე რამდენიმე წამალს ვსვამ და თვეში 180 ლარი მჭირდება, აბა ის დარჩენილი 20 ლარი რას ვამყოფინო?“ - ეს 71 წლის თამარ იობიძის(სახელი შეცლილია) ისტორიაა. მარტოხელა პენსიონერი დღეს შიმშილობის ზღვარზეა. ოდესღაც სახელგანთქმული მასწავლებელი დღეს ვინაობას მალავს. მალავს იმიტომ, რომ როგორც თვითონ ამბობს, რცხვენია იმ რეალობის, რომელში ცხოვრებაც ასაკოვან ქალს უწევს. ამბობს, რომ მისთვის წლებია პრობლემაა ისეთი პროდუქტების შეძენა, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგან პენსია მხოლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე ჰყოფნის.

 

ქვეყანაში ცხოვრება უკიდურესად, რომ გართულდა ამას უკვე სახელმწიფო ინსტიტუტებიც ადასტურებენ.2019 წელს ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, სურსათზე ფასები 11,7 პროცენტითაა გაზრდილი. გაძვირებული სურსათის სიის სათავეში ხორცი და ხილია. ფასი მომატებულია ბოსტნეულზე, რძის პროდუქტზე და თევზზე.

 

„კომერსანტი“ დაინტერსდა ფასების საერთო დონის კატასტროფულად ზრდის ფონზე,რამდენად ადეკვატურია საქართველოში პენსიონერებისთვის განკუთვნილი თანხა.

 


„საქართველოში არ გვაქვს პენსია, ეს უბრალოდ ერთჯერადი დახმარებაა, რომელსაც,  საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანები, სახელმწიფოსგან იღებენ,“- ასე აფასებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ქვეყანაში დადგენილი პენსიის ოდენობას. ეკონომიკის ექსპერტის თქმით, გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებლის გარეშეც არა ადეკვატურია პენსიის ის ოდენობა, რომელსაც პენსიონერები იღებენ.

 

„ეს არის თანხა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ პასუხობს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ყოველწლიურად ფასები გაცილებით მეტად იზრდება, ვიდრე პენსიის ოდენობა.ხარჯი უფრო მეტად ეზრდებათ პენსიონერებს, ვიდრე შემოსავალი. განსაკუთრებით რთულია ცხოვრება მათთვის, ვისთვისაც პენსია ერთადერთი შემოსავალია, ასეთები კი სამწუხაროდ ბევრნი არიან. საკითხი პრობლემატურია ქვეყნისთვისაც და ასე სწრაფად ვერ მოგვარდება. დრო სჭირდება, რომ საქართველო ეკონომიკურად გაიზარდოს, რაც ბიუჯეტზეც აისახება რის შემდეგაც შეძლებენ შესაბამისად დააფასონ პენსიონრები. მანამ კი ასაკოვანი ადამიანები საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე დგანან, ამ გამოწვევას კი გაძვირებული პროდუქტები ჰქვია. ეტაპობრივად გვესმის წინასაარჩევნო დაპირებები პენსიის გაზრდის შესახებ, უმნიშვნელოდ იზრდება კიდეც, თუმცა ეს ზრდა არ არის იმის საპირწონე, რამდენადაც იზრდება ფასები საქართველოში. მარტოხელა პენსიონრები არიან ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ფენა, რომლებიც იყენებენ იმ პროდუქტს რაზეც ფასი გაცილებით მეტად გაძვირდა ვიდრე 7%-იანი ინფლაციაა“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.

 

ეკონომისტი გია ჯანდიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილ კრიზისი იმ მცდარი ეკონომიკურ პოლიტიკის ბრალია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს. მისი თქმით, ლარის კურსის კორექტირება და სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთი გამოსავალია ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.

 

„7%-იანი ინფლაცია როგორც პენსიონერებზე ასევე მთელს ქვეყანაზე ცუდად აისახება, მით უმეტეს საქართველოში. ინვესტორები კიდევ უფრო დაფრთხებიან და დაფიქრდებიან იმაზე ღირს თუ არა საქართველოში ინვესტიცია ჩადება. ასეთი ინფლაციის და დევალვაციის პირობებში ბიზნესის დაგეგმვა საკმაოდ რთულდება. ინფლაციის უკან მთავრობა და მისი მცდარი ნაბიჯები დგას, რომელიც მწვავედ და მტკივნეულად მოწყვლად მოსახლეობაზე აისახება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დროულად იზრუნონ ლარის კურსის დაკორექტირებაზეც, მაგრამ ეს მთავრობა კურსის კორექტირებას როგორ აღიქვამს არ ვიცი. კურსს ზემოთ აკორექტირებენ და არა პირიქით,“-ამბობს გია ჯანდიერი.

 

ნათია ლომიძე




24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up