„საქართველოში აქვთ მოლოდინი, რომ რასაც გააფუჭებენ შერჩებათ“ - მოაგვარებს თუ არა სამშენებლო ამნისტია „აღვირახსნილ დეველოპმენტს“

„საქართველოში აქვთ მოლოდინი, რომ რასაც გააფუჭებენ შერჩებათ“ - მოაგვარებს თუ არა სამშენებლო ამნისტია „აღვირახსნილ დეველოპმენტს“

access_time2021-06-04 10:00:49

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.  ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ წარადგინა. დეპუტატის თქმით, კანონპროექტის ძირითადი მიზანია გადაჭრას ის პრობლემა, რომელიც აშენებული ობიექტების ექსპლუატაციაში ვერ მიღებასთან დაკავშირებული.

 

„კანონპროექტის მიზანია ერთის მხრივ მოაწესრიგოს ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი თანამოქალაქეების საკუთრების უფლების არასრულფასოვნად გამოყენებასთან, ხოლო მეორეს მხრივ, გაამკაცროს სტანდარტები, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ის პრობლემები, რომელიც დღეს დაკავშირებულია ობიექტების ექსპლუატაციაში მიუღებლობასთან“, -  განაცხადა პარლამენტის წევრმა კანონპროექტის წარდგენისას.

 

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ბოლო წლებში გაცემულია 12 000 სამშენებლო ნებართვა აქედან კი დაახლოებით 6 000 ობიექტი მისი თქმით, ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. მაია ბითაძემ საკომიტეტო მოსმენაზე ის მიზეზებზე გაამახვილა ყურადღებას რის გამოც დედაქალაქის მთავრობას მშენებლობა დასრულებული ობიექტები ექსპლუატაციაში არ მიიღო:

 

„ობიექტების ექსპლუატაციაში ვერ მიღება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული პირობების ისეთი დარღვევბით, რომელთა გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომლის პროექტში გათვალისწინებული იყო მაგალითად, 20 ავტოფარეხი, თუმცა დასრულებულ ობიექტში წარმოდგენილია 1 ან ორი ავტოფარეხი. ასევე ერთ- ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დერეფნების სიგანე, სახურავის განშლა და ა.შ. ბევრი წვრილმანი რის გამოც ფიზიკურად ვერ ხდება ობიექტის გადაკეთება. ობიექტების ექსპლუატაციაში მიუღებლობა დაკავშირებულია მთელი რიგი სერვისების ვერ გამოყენებასთან, რითიც სარგებლობენ ის ადამიანები რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებში ცხოვრობენ“, - აცხადებს მაია ბითაძემ.

 

მაია ბითაძის თქმით, ნაპატიები იქნება ისეთი გადაცდომები, რომელიც დაკავშირებულია განაშენიანების რეგულირების პარამეტრებთან კ1 - კ2 - კ3, კონსტრუქციულ მდგომარეობასთან, შენობა-ნაგებობის ექსტერიერთან და ინტერიერთან, მიჯნის ზონებთან, განაშენიანების რეგულირების ხაზებთან, ფუნქციური ზონის დარღვევასთან და ავტოსადგომის შესაბამისი ოდენობის არ ქონასთან. დეპუტატის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი ყველა კლასის სამშენებლო ნებართვაზე ვრცელდება. იგი ამბობს, რომ საკანონმდებლო პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგომ 2 წლის ვადაში დაინტერესებულ პირებს, მათ შორის დეველოპერებს ან ბინათმესაკუთრეთა პოტენციური ამხანაგობის წევრების წარმომადგენელებს უფლება ექნებათ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართონ. თბილისის მერის ყოფილი მოადგილის განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის 3 წლის განმავლობაში 6 მლნ ლარზე მეტია ბიუჯეტში შესული.

 

„რეალურად რა ოდენობის ჯარიმებზეა საუბარი არ ვიცით, ექსპლუატაციაში 6 000 ობიექტი არ არის მიღებული. ამ 6 000 ობიექტს რა ტიპის დარღვევები აქვს ცნობილი არ არის, ამიტომაა კანონით 2 წლიანი ვადა გაწერილი, რათა მოგვმართონ და შემდეგ 6 თვის ვადაში განვიხილოთ. ცნობილია ის შემთხვევები, სადაც მოსახლეობას თხოვნით მოუმართავს ვუშველოთ, დეველოპერებს არც კი აქვთ მომართული, რომ მისი ობიექტი ექსპლუატაციაში მივიღოთ, იქ სადაც მოსახლოებას პრობლემები წარმოეშვა მოსახლეობამ მოგვმართა“, განმარტავს დეპუტატი.

 

ბითაძემ განაცხადა რომ მშენებლობებზე, სამუშაოების დარღვევებით წარმოებასა და ამ დარღვევების გამეორებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

 


„ამნისტიის მიღების შემდეგ ერთადერთი გამოსავალი, რომ დეველოპერმა არ დაარღვიოს მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული პირობები ეს არის ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის კოდექსში. ცვლილების მიხედვით ადმინისტაციული ორგანოს მიწერილობის განმეორებით შეუსრულებლობის ანუ ჯარიმების გადახდის შემდგომ კვლავ აშენება მშნებლობის პირობების დარღვევით გამოიწვევს სისხლი სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა წარმოების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ რაც ადმინისტაციული გასაჩივრების ყველა ვადები იქნება ამოწურული“, - განმარტა დეპუტატმა.

 

საკომიტეტო მოსმენას კამათის გარეშე არ ჩაუვლია, სხდომაზე არაერთი კრიტიკული შეკითხვა დაისვა, მათ შორის იყო ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მამუკა ხაზარაძემ. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა ეპატიოთ მილიონობით ოდენობის ჯარიმა და რატომ უნდა მოეხსნათ პასუხისმგებლობა მშენებლებს, რომელთაც „აღვირახსნილი დეველოპმენტი აწარმოეს“.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ „სამშენებლო ამნისტიას“ დეველოპერები, უნდა ეპატიოთ თუ არა მათ გადაცდომები და მოაწესრიგებს თუ არა სამშენებლო სფეროს ახალი დოკუმენტი.

 

„არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების მქონე შენობები ექსპლუატაციაში ვერ შევა, მისი თქმით, შერჩევის მექანიზმი მერიას აქვს. როგორც დეველოპერი აცხადებს თუ ობიექტზე არქიტექტურული ნაწილია დარღვეული, მერია კომპანიებს დასკვნას მოსთხოვს, რომ გადაცდენა საფრთხეს არ წარმოადგენს. ბესო ორთოიძე გვიყვება, რომ თუ მაცხოვრებლების კომპანიის მიმართ პრეტენზია აქვთ, რომ მაგალითად პარკინგი არ აშენდა, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება ვერ მოხდება.

 

„ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევაა, როდესაც უმნიშვნელო საკითხის გამო, შენობას ექსპლუატაციაში ვერ იღებენ. მაგალითად, 5 სანტიმეტრიანი დარღვევით კარების დამონტაჟება, ან ფასადზე კონდიციონერის არასწორ ადგილზე დამონტაჟება. ერთ შეხედვით ძალიან უმტკივნეულოა, რომ ესეთი სახლები მერიამ ექსპლუატაციაში მიიღოს, თუმცა ამავე დროს იქნება ისეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიას ავტოსადგომი უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა. არის იმის ალბათობა, რომ ეს ყველაფერი ერთ ქვაბში მოხვდება და რაღაც X კომპანია, რომელსაც უმნიშვნელო დაღვევა ჰქონდა ჩაითვლება, რომ ამნისტიაში მოყვა და კანონდამრღვევია, რაც ჩემი აზრით, უხერხულია. პარალელურად კი სიაში აუცულებლად იქნება ისეთი შენობები, რომლის მშენებლებიც საერთოდ აღარ არსებობენ, რა თქმა უნდა ეს ამნისტია მოქალაქეებისთვის შვება იქნება, რათა მათი შეძენილი ქონება სრულად გამოიყენონ“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.

 

ბესო ორთოიძეს „კომერსანტი“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზეც ესაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ ბიზნესის ყველა სექტორი 20 წლის წინ განვითარების სხვა ეტაპზე იყო, თუმცა შემდეგ ადამინების ცნობიერება მნიშვნელოვნად განვითარდა რის გამოც მათი საქმიანობის შედეგები დღეს არ მოგვწონს.

 

„დღევანდელი გადასახედიდან, 20 და 10 წლის წინ, სხვადსხვა სექტორი როგორც მუშაობდა ყველაფერი შეგვიძლია აღვირახსნილად ჩავთვალოთ, არ მოგვეწონოს და კრიტიკული შეფასება მივცეთ. პირველი კორპუსები როდესაც გაჩნდა თუნდაც სპორტის სასახლესთან, ვიღაცებს მოსწონდათ, მაგრამ დღეს არ მოგვწონს და ბეტონის ჯუნგლებს ვეძახით. ჩვენ შევქმენით პროექტი შენი სახლი ჯიქიაზე - დაბალი განაშენიანებაა, კარგი რეკრეაციაა, მაგრამ 10 წლის შემდეგ შეიძლება სხვა მოთხოვნები გაჩნდეს და აღარ მოგვეწონს. რადგან ადამიანის ცნობიერება წლებთან ერთად იცვლება და იხვეწება. იგივე ხაზარაძის „ლისი დეველოპმენტის“ პროექტზეც რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ კარგი იქნებოდა თუ იქ მხოლოდ ერთი სახლი აშენდებოდა. საკმარისი კრიტიკა, რომ ყოფილიყო სპორტის სასახლის ტერიტორიის განაშენიანება ისე არ მოხდებოდა როგორც მოხდა. მაშინ განვითარების სხვა ეტაპზე ვიყავით, რა დაკვეთაც იყო იმის შესრულება ხდებოდა“, ამბობს ბესო ორთოიძე.

 

საკანონმდებლო ინიციატივა მისაღებია MKdevelopment -ის დირექტორის მოადგილე ლაშა შარტავასთვის. მისი თქმით, წლების განმავლობაში უამრავი ობიექტის მშენებლობა კანონდაღევევით განხორციელდა. მისივე თქმით, უკანონო მიშენებით თბილისის იერსახე საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა იგი ამბობს, რომ რაღაც გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა ყოფილიყო მიღებული. შარტავა მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მიღებული კანონების აღსრულებაა საჭირო.  

 

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი გვეუბნება, რომ საკანონმდებლო პაკეტს კარგად არ იცნობს, თუმცა მისთვის „სამშენებლო ამნისტია“ მიუღებელია რადგან, მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები მშენებელს არ უნდა ეპატიოს.

 

„ვიღაცამ 10 სართულიანი შენობის ნაცვლად 15 სართულიანი რომ ააშენა, ამას პატიობენ და და არ ვარ ამნისტიის მომხრე. საქართველოში ყოველთვის აქვთ მოლოდინი, რომ რასაც გააფუჭებენ შერჩებათ. მესმის მამუკას პოზიციაც, თუმცა საუბარი არის არა დეველოპერზე, საუბარია დამკვეთზე. დეველოპერმა თავის თავს მისცა მშენებლობის ნებართვა? მთელ თბილისში ვისაც რა უნდა ის ააშენა - ზოგმა გარაჟი, ზოგმა ლოჯი, ზოგმა ბუხარი გამოამტვრია. მთლიან ქვეყანაში განუკითხაობაა, სანამ ამას საშველი არ დაადგება და კანონი ყველასთვის ერთი არ იქნება ყოველთვის ესე მოხდება. მერია ამბობს, რომ კანონპროექტი პრობლემებს მოაგვარებს, თუმცა ეს მესმის 30 წელია. განიხილოს პარლამენტმა ეს საკონმდებლო პაკეტი, სხვა არაფერი გააფუჭონ და კარგი გააკეთონ“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

 

დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობისა და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას, მოაგვარებს თუ არა საკონმდებლო პაკეტი პრობლემებს ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up