ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში  ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს მაღალ შეფასებას აძლევს

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს მაღალ შეფასებას აძლევს

access_time2019-09-20 10:17:03

პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აშშ-ში ვიზიტს დადებით შეფასებას აძლევს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. როგორც მათ მიერ ნათია თურნავას სახელზე გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე არამარტო ტურისტული ნაკადის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, არამედ ამ შესაძლებლობით წარმატებით ისარგებლებენ აშშ-ს ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლების მზარდი რაოდენობა, რომლებიც სტუმრობენ რეგიონს


„გიდასტურებთ სრულ და გულწრფელ მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გასულ კვირას თქვენი ვიზიტი აშშ-ში და შეხვედრები United Airlines-ისა და Delta Airlines-ის წარმომადგენლებთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს ბიზნესსა და მოსახლეობას. საქართველოს „ღია ცის მყარი პოლიტიკის გთვალისწინებით, პირდაპირმა რეისებმა შეიძლება თბილისი რეგიონულ ჰაბადაც აქციონ და შექმნან გაფართოების შესაძლებლობა აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით - ნათქვამია წერილში.


„მსოფლიო ბანკი საქართველოს მსოფლიოში მე-6 ადგილს ანიჭებს ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, ხოლო 2018 წელს „ფორბსმა განაცხადა: „ბერლინის დრო წავიდა, ახლა თბილისის დროა: საქართველოს დედაქალაქი წელს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქალაქია! - აცხადებენ ამერიკის სავაჭრო პალატაში.


ეკონომიკის მინისტრისადმი გამოგზავნილ წერილში ამერიკის სავაჭრო პალატა ხაზს უსვამს აშშ-დან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის დინამიკას. მათი განცხადებით, ორმხრივი სარგებელი ცალსახაა და პირდაპირი რეისების დაწყება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შესთავაზებს როგორც ავიაკომპანიებს, ისე ორივე ქვეყანას.


„პირდაპირი რეისები ასევე ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანას მაქსიმალურად ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, რომელიც, ვიმედოვნებთ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული. ჩვენ მრავალი წელია ვუჭერთ მხარს პირდაპირი რეისების დაწყებას და რეგულარულად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან როგორც მათი თბილისში სტუმრობისას, ისე ჩვენი ვიზიტისას ვაშინგტონში. გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, განვიხილოთ აღნიშნული შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ ავიაკომპანიასთან და მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლო გზით - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აწერს.


„კომერსანტი“ 





„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქანაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...

მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა

მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა
access_time2020-06-03 15:35:20
2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ...

კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა
access_time2020-06-03 14:41:33
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.როგორც კალაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია. „ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“, - განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.მთავარი არხის ინფორმაციით,გუშინ ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას შეხვედრა...

კრწანისის რეზიდენციის აუზის გახსნამდე 7 დღე დარჩა - ღია აუზები კიდევ რამდენიმე რეგულაციას ელოდებიან

კრწანისის რეზიდენციის აუზის გახსნამდე 7 დღე დარჩა - ღია აუზები კიდევ რამდენიმე რეგულაციას ელოდებიან
access_time2020-06-03 16:15:28
აუზების გახსნამდე 7 დღე დარჩა, მათი მფლობელები კი დღემდე რეგულაციიების საბოლოო ვარიანტს ელოდებიან . მათთვის დღემდე უცნობია რამდენი სტუმრის მიღებას შეძლებენ დღის განმავლობაში.   ღია აუზები 10 ივნისიდან იხსნება, მათ შორის  კრწანისის რეზიდენციის აუზიც.  როგოროც „კომერსანტს“ აუზის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სივრცე გახსნისთვის მზადაა და მხოლოდ ბოლო მითითებას...


მსგავსი სიახლეები

up