„საქართველოში ამ დროისთვის მოშენებული თევზის ჯიშები ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი არ არის“

„საქართველოში ამ დროისთვის მოშენებული თევზის ჯიშები ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი არ არის“

access_time2017-11-08 15:30:59

საქართველოში დღეს თევზის წარმოების სფეროში უკონტროლო სიტუაციაა  ამის შესახებ „მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე „კომერსანტთან საუბრისას განმარტავს. მისი განცხადებით,საქართველოს თითქმის ყველა წყალსატევს სათევზე მეურნეობა ჰქონდა, გამოჰყავდათ ლიფსიტები, ავსებდნენ ტბორებს და ხდებოდა რეწვა. ეს სისტემა დღეს მოშლილი და თავის ნებაზეა მიშვებული.



გარდა ამისა, მდინარეებზე თევზის არალელაგური რეწვა მიმდინარეობს. ეს კი უკონტროლო სიტუაციის ხელშემწყობი ფაქტორია. „ნორვეგია ამ მხრივ ჩვენზე უარეს სიტუაციაში იყო. შემდეგ გაჩნდა სახელმწიფო ნება და მიიღეს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეწყვეტილიყო. ნება აღსრულდა და ქვეყანაში თევზის მოშენება დაიწყო. დღეს ნორვეგია ნომერ პირველი მწარმოებელია. მას თავისი წესები და რეგულაციები აქვს “-აცხადებს ტყემალაძე.


მისივე განმარტებით, ქვეყანაში დიდი რაოდენობით ტბორებია, რომლიდან მოპოვებაზეც ლიცენზიებია გაცემული, მაგრამ არაფერი არ კეთდება. ტყემალაძის განცხადებით, არ არის დაცვა და არ ხდება აღწარმოება.


ტყემალაძე აცხადებს, რომ საკითხს და პრობლემას კომპლექსურად უნდა მიეხედოს. პროცესში ჩართული უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტრო, პოლიცია, პროკურატურა, მათ შორის სასამართლოც.



„წალკაში მაგალითად, იქ, სადაც ტბორების შემავსებელი ადგილები იყო, სახნავ-სათესები გააკეთეს . დღეს ყველაფერი მოიშლილია. უნდა გაჩნდეს სახელმწიფო ნება, სხვანაირად არაფერი არ გამოვა“-აცხადებს ტყემალაზე.


კითხვაზე, იქნება თუ არა თევზის წარმოება საქართველოში კომერციულად მომგებიანი, ტყემალაძე განმარტავს - რომ არ იყოს მომგებიანი არ იქნებოდა კერძო სასათბურე მეურნეობები. მისი თქმით, ეს კომპანიები თევზს აწარმოებენ, თუმცა, ნაკლები ხელშეწყობის გამო იმდენად მცირე რაოდენობით, რომ მისი გატანა ექსპორტზე ვერ ხდება.


მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოში თევზის ისეთი ჯიშებია მოშენებული, როგორიცაა საზანი, კარპი, ლოქო და ამური. თუმცა, ყველა ეს დასახელება ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი არ არის. როგორც ტყემალაძე განმარტავს, კარგი იქნება, საქართველო კალმახის წარმოებას გაზრდის და ზუთხის წარმოებას დაიწყებს.


როგორც ცნობილია, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა უკვე შესაძლებელია. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2017 წლის ივნისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას, რის შემდეგაც აღნიშნული ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up