საქართველოში აღურიცხავი დიზელის საწვავი შემოდის

საქართველოში აღურიცხავი დიზელის საწვავი შემოდის

access_time2020-03-12 14:30:02

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით :2019 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 551,7 ათასი ტონა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 5,2 ათასი ტონით ანუ 0,93%-ით ნაკლებია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს დიზელის საწვავის მოხმარებას, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. კერძოდ, ავტოპარკი, სატვირთო-სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი აზრით, დიზელის საწვავის მოხმარება ქვეყანაში გაზრდილია და ის არ შეესაბამება იმპორტის მაჩვენებელს.


შედარებისათვის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 2019 წელს შეადგინა 544,3 ათასი ტონა, რაც 2,3 ათასი ტონით ანუ 0,42%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გაზრდილია ბენზინის ალტერნატიული საწვავის გამოყენება, როგორებიცაა ბუნებრივი აირი (CNG) და თხევადი აირი (LPG). ასევე მომატებულია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი ქვეყანაში, რომლებიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ნაკლებ საწვავს მოიხმარს.


„ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში გარკვეული დოზით ხდება აღურიცხავი დიზელის საწვავის რეალიზაცია. ჩვენი აზრით, ამის წყარო შეიძლება იყოს ადგილზე წარმოებული აღურიცხავი პროდუქცია ან საქართველოში ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემოდიან ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთის ფედერაციიდან.


ამჯერად გვინდა შევეხოთ სატრანზიტო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით ქვეყანაში აღურიცხავი პროდუქციის შემოდინებას. კერძოდ, საქართველოს ტრანზიტული ფუნქციიდან გამომდინარე ქვეყანაში სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, 2019 წელს საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ შეადგინა 298 354 ერთეული, რაც 102 499 ერთეულით ანუ 52.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (195 855 ერთეული).მათ შორის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ შეადგინა 26 373 ერთეული.


როგორც აღვნიშნეთ, გაზრდილია ავტოტრანსპორტის საწვავის ბაკებით აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოდინება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და რუსეთის ფედერაციიდან. დიდი ფასთაშორისი სხვაობის გამო, რომელიც ფიქსირდება ამ ქვეყნებში საქართველოსთან მიმართებაში, საქართველო ხდება მიმზიდველი აღურიცხავი საწვავის შემოსასვლელად. ძირითადად საწვავის შემოდინება ხდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული თუ სტანდარტული საწვავის ბაკების საშუალებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე გაგვაჩნია გარკვეული სახის ინფორმაციები. ამ საწვავის ჩაბარება-რეალიზაცია ხდება საქართველოში მათთვის განკუთვნილ ე.წ. „ტირ-პარკებში“ და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე.



ჩვენი აზრით, საჭიროა მოხდეს მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოში შემოსულ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზებით შემოტანილ დიზელის საწვავზე დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა.


მაგალითისათვის, თურქეთის რესპუბლიკაში მკაცრადაა რეგლამენტირებული ქვეყნის ტერიტორიაზე შესული ყველა სატრანსპორტო საშუალების საწვავის მოცულობის ოდენობა და მათზე ხორციელდება მნიშვნელოვანი სახელმწიფო კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ანალოგიური ვითარებაა უკრაინიდან პოლონეთში შემავალ სატრანსპორტო საშუალებებზე.


ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ქვეყნების გამოცდილება, ვინაიდან ეს არის ყველაზე ეფექტური მექანიზმი სატრანსპორტო საშუალებების ავზებით შემოტანილ აღურიცხავ საწვავზე კონტროლის დამყარების მიზნით. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ ობიექტური მიზეზების გამო და შესაბამისად, აღურიცხავი პროდუქციის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც აზარალებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმეს“-აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. 



თეგები:
დიზელი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up