„საქართველოში ადილობრივ პროდუქტზე  მეტად იმპორტირებულის ხელშეწყობა ხდება“ - „გლენბერის” ხელმძღვანელი

„საქართველოში ადილობრივ პროდუქტზე მეტად იმპორტირებულის ხელშეწყობა ხდება“ - „გლენბერის” ხელმძღვანელი

access_time2020-04-27 10:50:25

გაყინულ პროდუქტზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ყოველდრიურად იზრდება.მიუხედავად იმისა, რომ გაყინული პროდუქტისა და კენკროვანი ხილის შენახვის პრობლემა ქვეყანას არ აქვს, ადგილობრივი ბაზარი მაინც იმპორტირებული პროდუქტით მარაგდება.იმპორტი ხორციელდება კენკროვან ხილზე,  პარალელურად კი, აღნიშნული პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში დიდი რაოდენობით გადის.

 

 შპს „გლენბერის“ მფლობელის რაფაელ მაღალაშვილი საქართველოში სამაცივრე მეურნეობის პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მისი რეალიზაცია ვერ ხერხდება, მიზეზი იმპორტირებული საქონელია.  მისი თქმით. ქვეყანაში მხარდაჭერა ადგილობრივ პროდუქტზე მეტად იმპორტირებულს აქვს.  

 

„სახელმწიფომ უნდა მომისმინოს და ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ერთად. იმიტომ, რომ  გაყინული პროდუქცია მსოფლიოშ დღეს მოთხოვნადია. საუბაია, როგორც ბოსტნეულზე, ხილზე, ისე ცომეულზე და სხვა პროდუქციაზე. აქ ვამარაგებ მხოლოდ „აგროჰაბს“ და „ევროპროდუქტს“,  დანარჩენი ქსელები არ მოდიან თანამშრომლობაზე. ძალიან რთულია მათთან პროდუქტის შეტანა. სირცხვილია, როდესაც ამერიკაში იყიდება ჩემი პროდუქტი და აქ იმპორტირებულია. „კარფურსა“ და „გუდვილში“ უარი მივიღე, მათ  თურქეთიდან  შემოაქვთ პროდუქცია და ქართული არ უნდათ, გვეუბნებიან, რომ  კონკურენციას ვერ გაუწევს. მილიონობით ლარი ჩავდე ამ საქმეში. ადგილობრივ ბაზართან მიმართებაში დიდი გეგმები მაქვს და მინდა ეს ხელისუფლებმაც დაუნახოს. განცხადებები იმასთან დაკავშირბეით, რომ ბიზნესს დაეხმარებიან, ზოგადია და არაფრისმომცემი, რადგან ისეთი კომპანიების ხელშეწყობა  უნდა ხდებოდეს, რომელთაც ფინანსურად უჭირთ. მნიშვნელოვანია სოფლის  განვითარება მოხდეს როგორც  მეურნეობით, ასევე მრეწველობით“-აცხადებს მაღალაშვილი. 



მისივე  განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარებას  და პროდუქციის ადგილზე შექმნას, ქვეყნის მაღალ დონეზე აყვანა შეუძლია.

 

„4 მლნ. ადამიანის დაპურებას რა უნდა, რატომ უნდა ვმარაგდებოდეთ სხვა ქვეყნებიდან. პარალელურად, ხალხი დასაქმდება და ქვეყანას სახელი ექნება, ისევე როგორც ახლა აქვს კორონავირუსთან გამორჩეული ბრძოლით. მე მათ ამ საქმეს არ ვუკარგავ, ნამდვილად კარგი ნაბიჯებით მიდიან წინ.“-აღნიშნა მან.

 

 შპს „გლენბერის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, ქართული გაყინული ხილის მიმართ მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე იმდენად დიდია, რომ არსებული რესურსი ნაწილობრივაც ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ბიზნესმენის აზრით, მეურნეობების განვითარება ქართული კენკრის ბიზნესის სასარგებლოდ ჩვენი  ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინვესციტიციის შემოდინების წყაროა და ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს.

 

„მე ასეთ რთულ მდგომარეობაშიც ვმუშაობ და ამერიკაში მომავალ კვირასაც ვაგზავნი პროდუქციას. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მეურნეობა გავაფართოვე.  ჩემი რესურსებით დამატებითი სამრეცხაო ხაზები, დამატებითი სათბურები ავაგე, ცოტა ამინდი მიშლის ხელს და იმედია მომავალი კვირიდან განვაახლებ დატვირთულ სამუშაო განრიგს. მომავალი კვირიდან ჩამომდის ჩითილები. მილიონი ცალი  უნდა დავრგო და ეს ყველა პროდუქცია ამერიკის ბაზრისთვისაა. მე რომ ჩამოვედი, აქ მინდოდა ადგილობრივი ბაზარი განმევითარებინა და ხალხს  ჰქონოდა ადგილობრივი პროდუქტი, თუმცა, მიწევს მისი ექსპორტზე გატანა, როგორც ამერიკაში, ასევე შვეიცარია, ისრაელი და იაპონიაში. რატომ არ უნდა ვამარაგებდე აქ, მთლიან ადგილობრივ ბაზარს. „-ამბობს  რაფაელ მაღალაშვილი.

 


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up