"საქართველოში ადგილწარმოშობის ღვინოების 30% გურჯაანში მოდის"

access_time2019-04-14 18:30:29


"საქართველოში ადგილწარმოშობის ღვინოების 30% გურჯაანში მოდის", - ამის შესახებ bm.ge-ს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განუცხადა. 



როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ჯამში, 18 ადგილწარმოშობის ღვინო იყო, ხოლო ცოტა ხნის წინ, მე-19 – ხაშმი დაემატა. მისივე თქმით, 19-დან 14 ადგილწარმოშობის ღვინო კახეთშია, ხოლო აქედან 6, გურჯაანში მოდის. 



"ადგილწარმოშობის ღვინის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს მის წარმოებას შეუწყობს ხელს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილწარმოშობის ღვინის განვითარება ფრანგული და იტალიური მოდელია, რაც მისაღებია. ადგილწარმოშობის ღვინით მის ხარისხსა და სპეციფიურობას ესმევა ხაზი", - განაცხადა სონღულაშვილმა. 




ღვინის ხარისხის და წარმოების განვითარებაზე საუბრისას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი ქვეყანაში მცირე მარნების განვითარებაზეც საუბრობს. 

დავით სონღულაშვილის განმარტებით, მცირე მარნების საშუალებით უმჯობესდება, როგორც ღვინის ხარისხი, ასევე მეღვინეს შესაძლებლობა ეძლევა, პროდუქციის რეალიზაცია მარტივად შეძლოს. 

"სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში მცირე მარნების საკითხი გათვალისწინებულია. კერძოდ, მისი მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გაგრძელდება, რადგან მცირე მარნების განვითარებით სეგმენტი უფრო მაღალ, ახალ პოზიციაზე ავიდეს", - განუცხადა bm.ge-ს სონღულაშვილმა. 


BMG





სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up