2021 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებამ 28 932,5 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8 937,2 ტონით, ანუ 44,7%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ადგილობრივი წარმოება იმპორტის მხოლოდ 2,2%-ს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით გადმუშავების ზრდის შედეგად, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში წარმოებულ იქნა:
ბენზინი - 6 401,6 ტონა - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 3 002 ტონით ანუ 31.9%-ით;
დიზელი - 12 651,65 ტონა - გაზრდილია 4 214.05 ტონით ანუ 49.9%-ით;
ნაფტა - 3 033,67 ტონა - გაზრდილია 1 235.37 ტონით ანუ 68.7%-ით;
მაზუთი - 12 426,45 ტონა - გაზრდილია 6 108.25 ტონით ანუ 96.7%-ით;
ბიტუმი - 356,09 ტონა (გასული წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა წარმოებული);
ბიტუმის ემულსია - 501,45 ტონა (გასული წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა წარმოებული).
“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში წარმოებულმა ბენზინისა და დიზელის საწვავმა შეადგინა 19053,25 ტონა, რაც ქვეყანაში იმპორტირებული და წარმოებული ბენზინისა და დიზელის საწვავის 2,2%-ს შეადგენს. მათ შორის, წარმოებული ბენზინი შეადგენს იმპორტირებული და წარმოებული ბენზინის 1,4%-ს, დიზელის საწვავი - იმპორტირებული და წარმოებული დიზელის საწვავის 3%-ს“, — ნათქვამია განცხადებაში