საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

access_time2021-10-30 08:03:58

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების მეორე ტური ხუთ თვითმმართველ ქალაქშიშემდეგ კანდიდატებს შორის ტარდება:

თბილისი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკანორ მელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე;

რუსთავი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ნინო ლაცაბიძე;

ქუთაისი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხატია დეკანოიძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი;

ფოთი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი უგულავა, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ბექა ვაჭარაძე;

ბათუმი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი კირთაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ არჩილ ჩიქოვანი;



არჩევნების მეორე ტურში 15 თვითმმართველ თემში მონაწილე კანდიდატები არიან:


თელავი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბოტკოველი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ლევან ანდრიაშვილი;

თიანეთი - “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ თამაზ მეჭიაური, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ლევან წიკლაური;

ქარელი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკოლოზ ახალკაცი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ზაზა გულიაშვილი;

ხაშური - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იოსებ ბუაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ თენგიზ ჩიტიაშვილი;

ცაგერი - “გახარია ‒ საქართველოსთვის“ ბესარიონ ბენდელიანი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გიორგი ნემსაძე;

ბაღდათი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი რობაქიძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ - კახა ენუქიძე;

წყალტუბო - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა მეტრეველი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გენადი ბალანჩივაძე;

ოზურგეთი - “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ავთანდილ თალაკვაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - კონსტანტინე შარაშენიძე;

სენაკი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კობა ნაყოფია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ვახტანგ გადელია;

მარტვილი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თეიმურაზ ჯანაშია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ თორნიკე ჯანაშია;

ხობი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბესიკი შენგელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ დავით ბუკია;

ზუგდიდი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ანზორ მელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ მამუკა წოწერია;

წალენჯიხა - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ხარჩილავა, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გოგა გულორდავა;

ჩხოროწყუ - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბადრი ქარჩავა,“ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ დათო გოგუა;

ხელვაჩაური - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიშა ბოლქვაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ზაზა დიასამიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up