საქართველოში 50 000 ბავშვი დღეში 2 ლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს

საქართველოში 50 000 ბავშვი დღეში 2 ლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს

person access_time2016-06-02 10:30:41

გაეროს ბავშვთა ფონდის Unisef–ის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.


სოციალურ ქსელებში გაკეთებულ კომენტარებში ჩანს, რომ  საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულმა სტატისტიკამ, რომლის თანახმად, საქართველოსი ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო მინიმუმის ქვემოთ ცხოვრობს. 


მოგვიანებით გაირკვა, რომ მონაცემი 2013 წლის მდგომარეობას ასახავს. არის თუ არა დღეს ვითარება შეცვლილი, ამას დაახლოებით ერთ თვეში გავიგებთ, როდესაც მორიგი ანგარიში გამოქვეყნდება. თუმცა Unisef–ი უკვე დღეს  მოუწოდებს სახელმწიფოს, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას, რათა შეებრძოლოს ბავშვთა სიღარიბეს. 


ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპის და აზიის უღარიბეს ქვეყნებს შორის არ არის, თუმცა ბავშვების სიღარიბის მდგომარეობით, ამ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ჯანდაცვის, განათლების, კვების კუთხით, რაც არ საჭიროებს დიდ დანახარჯებს.", - განაცხადა საქართველოში Unisef–ის  ოფიციალურმა წარმომადგენელმა საშა გრაუმენიმ. 



„კომერსანტი" დაინტერესდა რას შეადგენს საშუალოდ ბავშვის საარსებო მინიმუმი, რამდენი ბავშვი ცხოვრობს დღეს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა და რატომ დაიდო ასეთი მაჩვენებელი მაშინ, როდესაც ხელისუფლება მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ სოციალური დახმარებები იზრდება?



Unisef–ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე აცხადებს, რომ 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი ანუ 25 000 ბავშვი დღეში 5 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, ხოლო 50 000 ბავშვი დღეში 2 ლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს. მისი თქმით, ეს ეს უკიდურესად გაჭირვებულთა კატეგორიაა, თუმცა, ქვეყანაში ღარიბი ბავშვები ამაზე მეტია. 


რაც შეეხება მიზეზებს, ქურციკიძე ამბობს, რომ სოციალური დაცვის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოში ხორციელდებოდა, ძირითადად ფოკუსირებული იყო უკიდურესად დაუცველ ჯგუფებზე და ბავშვებზე, ეს კი მთელი მოსახლეობის 12 პროცენტია.



შედეგად, თუ ბავშვი უკიდურესად გაჭირვებული არ იყო, სოციალურ პროგრამაში ვერ ხვდებოდა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გაგრძელდეს მიზნობრივი სოციალური დახმარებები, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულებს ეხმარება, თუმცა აუცილებელია, მოხდეს სხვა ჯგუფების დახმარებაც, რომლებიც არიან პოტენციურად მოწყვლადი და ღარიბი ჯგუფები, ანუ ისინი, ვინც შეიძლება ხვალ უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნენ.


ქურციკიძის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს პრევენციული პროგრამების და სოციალური დაცვის ისეთი ძლიერი სისტემა, რომელიც ასეთ ოჯახებს „დაინახავს“ და დროულად დაეხმარება, რათა ხვალ უკიდურესად გაჭირვებულების სიაში არ აღმოჩნდნენ.


„კომერსანტის" კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ბავშვთა სიღარიბის სტატისტიკა ბოლო წლებში, ქურციკიძე ამბობს, რომ ჩატარდა ახალი კვლევაც, რომელიც 2015 წლის პერიოდს მოიცავს და მისი შედეგები სავარაუდოდ 1 თვეში იქნება ცნობილი. უკვე ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ანალიზის გაკეთება და სხვაობის დანახვა.


ქურციკიძე ამბობს, რომ აუცილებელია გაძლიერდნენ ოჯახები იმდენად, რომ მათ გაუჩნდეთ დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროები და დაიმკვიდრონ თავი შრომის ბაზარზე.


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კი განმარტავს, რომ 2013 წლის კვლევით არ შეიძლება დღევანდელი ვითარების ანალიზი და შეფასება.


მისი თქმით, ხელისუფლებამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შეიძლებოდა. „გაზრდილია შობადობა, პროგრამები მუშაობს. მესამე და შემდგომი ბავშვის დაბადების პიკური მაჩვენებელია, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის დონე შემცირებულია. ძალიან ბევრი რამეა ამ კუთხით გაკეთებული. თუმცა ყველა ხელისუფლების ვალია ამ მიმართულებით იზრუნოს. 2013 წლის მონაცემზე არ შეიძლება იმსჯელო. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაორმაგდა სოციალური პროგრამები, ოპოზიცია სწორედ იმაზე გვსაყვედურობს, რომ ბევრს ვიხდით სოციალურ პროგრამებში. როცა დაიდება 2015 წლის შედეგები, მერე ვიმსჯელოთ"-აცხადებს ხუნდაძე.

 



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up