საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 6 %-ს სათამაშო არა აქვს

საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 6 %-ს სათამაშო არა აქვს

access_time2020-01-12 18:00:53

5 წლამდე ასაკის ბავშვების 44 პროცენტს 3 საბავშვო წიგნიც კი არა აქვს, ხოლო ბავშვების 6 % სათამაშოების (იგულისხმება შეძენილი, ქარხნული წესით დამზადებული სათამაშოები) გარეშეა - ასეთი შედეგი აჩვენა გამოკვლევამ, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.

„ვისაც აქვს, იმასაც მნიშვნელოვანია, რა ტიპის სათამაშოები აქვს. ძალიან ბევრი სათამაშო შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ბავშვის განვითარებაში არანაირ როლს არ თამაშობს - ან უხარისხოა და ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილი“, - ამბობს ანა ჯანელიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული განათლების სპეციალისტი.

უფრო დრამატული მდგომარეობაა წიგნებთან მიმართებით. შეძლებული ოჯახების 25 პროცენტსაც კი ოჯახში საბავშვო წიგნები არა აქვს.

„რაც უფრო მაღალია მშობლის განათლების დონე, მით მეტი შანსია ბავშვს წიგნები ჰქონდეს, მაგრამ აქაც 25 პროცენტის შემთხვევაში, დედის უმაღლესი განათლების მიუხედავად, ბავშვები წიგნების გარეშე არიან. ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ ამ ასაკში აუცილებელია საბავშვო წიგნი“, - ამბობს ანა ჯანელიძე.

ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, ის, რომ ბავშვებს სათამაშოები არა აქვთ, ძირითადად ან სიღატაკის ბრალია, ან გაუნათლებლობის:

„ბავშვებს, რომლებიც სათამაშოების გარეშე გაიზარდნენ ინსტიტუციური ჩამორჩენა აქვთ ხოლმე, რადგან მათ შესაბამისი გარემო არ ჰქონდათ განვითარებისთვის. ეს დეფიციტი კიდევ ბევრ სხვა დეფიციტს გამოიწვევს - საზოგადოებაში ინტეგრაციაც უჭირთ და ქცევითი პრობლემებიც აქვთ“.

ეს დეფიციტი კიდევ ბევრ სხვა დეფიციტს გამოიწვევს - საზოგადოებაში ინტეგრაციაც უჭირთ და ქცევითი პრობლემებიც აქვთ

მაია ცირამუა


ფსიქოლოგი განმარტავს, რომ სათამაშო ბავშვის კოგნიტური განვითარებისთვის არის საჭირო, ასევე მისი ფანტაზიის გასავითარებლად, სხვა ბავშვებთან საურთიერთოდ. ამასთან, საჭიროა ასაკის შესაბამისი სათამაშოები - იქნება ეს კონსტრუქტორი, თოჯინა თუ მანქანა.


თბილისში საერთაშორისო გერმანული სკოლის ფსიქოლოგი ქეთი ზურაბიანი უფრო დეტალურად საუბრობს სათამაშოებზე და სხვადასხვა მაგალითი მოჰყავს.

მოზაიკის აწყობა ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა შემოქმედებითობა, ნატიფი მოტორიკა, თვალისა და ხელის კოორდინაცია, ნიმუშებისა და ფერების ვიზუალური აღქმა.

აქ ბავშვები ყვავს ეთამაშებიან. ყვავს ხილის მოსავლის აღება უნდა დაასწრონ. მოგებული ხან ყვავი რჩება, ხან - ბავშვები. თამაშის მიზანია კოგნიტური (ფერებისა და სიმბოლოების ვიზუალური აღქმა, დათვლა) და სოციალურ-ემოციური უნარების, ასევე ნატიფი მოტორიკისა და ენა-მეტყველების გავარჯიშება.

ამ ყუთში სხვადასხვა ფიგურას ყრიან, ბავშვი კი მხოლოდ ხელის მოსინჯვით უნდა მიხვდეს, რა უჭირავს.

ბავშვებში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს ხელის თოჯინები. მათი საშუალებით განსახიერებული როლური თამაშები დადებით გავლენას ახდენს მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე

„ბავშვს სათამაშო სჭირდება, რომ საკუთარი სამყარო ჰქონდეს მაგიდის ქვეშ ან სადმე თავის კუთხეში. როცა არც თოჯინაა, არც მანქანა, ბავშვის ცხოვრება მოსაწყენი ხდება. ეს პრობლემას შექმნის სხვა ბავშვებთან ურთიერთობაშიც. ხშირად რაღაც სათამაშოა ტრენდული, რომლის შესახებ ყველამ იცის და ის, ვინც არ იცის, შეიძლება არც მიიღონ თავის წრეში“, - ამბობს მაია ცირამუა.

მისივე თქმით, ბავშვის სათამაშოს გარეშე დატოვება მისი უგულებელყოფაა, რაც ძალადობის ერთ-ერთ ფორმად განიხილება.

 

რადიო „თავისუფლება“

თეგები:
ბავშვები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up