სასტუმროს მომსახურების ფასი დეკემბერში გაზრდილია 4.9%-ით (m.m) 2020 წლის ნოემბერთან შედარებით. მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 7.4%-ით.
ფასების ინდექსი PMCG Research-მა booking.com-ზე დარეგისტრირებული და საქართველოს სასტუმროების ანალიზის საფუძველზე გამოქვეყნა. 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 123 ლარი შეადგინა.
ფასების ინდექსი წლიურად 12%-ით შემცირებულია (Y.Y), მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების, 13.6%-ით, საოჯახო სასტუმროების 15.9%-ით. 4-ვარსკვლავიანი საშუალო ფასმა - 197 ლარი შეადგინა. საოჯახო ტიპის - 70 ლარით განისაზღვრა.
5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსების საშუალო ფასი დეკემბერში 352 ლარით განისაზღვრა. გურიაში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 440ლ, თბილისში 410ლ, კახეთში - 397ლ, სამცხე-ჯავახეთში 377ლარი შეადგინა.
GBC.GE