საქართველოში 4 მლნ, მსოფლიოში კი 7.8 მლრდ ადამიანი ცხოვრობს - როგორია გაეროს პროგნოზი 2050 წლისთვის

საქართველოში 4 მლნ, მსოფლიოში კი 7.8 მლრდ ადამიანი ცხოვრობს - როგორია გაეროს პროგნოზი 2050 წლისთვის

access_time2021-04-21 00:00:00

გაეროს მოსახლეობის ფონდის ( United Nations Population Fund - UNPF) წლევანდელი მონაცემებით, საქართველოში 4 მლნ ადამიანი ცხოვრობს. აქედან 14 წლამდე ასაკის 20,3%-ია, 15-დან 64 წლამდე ასაკის - 64,1%, 64-ს ზევით კი - 15,6%. საქართველოს მოსახლეობის ცვლილების საშუალოწლიური მაჩვენებელი - მინუს 0,2%-ია. ამასთან, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მამაკაცებში 70, ქალებში კი 78 წელია.


2021 წელს მსოფლიო მოსახლეობა 7,875 მილიარდ ადამიანს წარმოადგენს. აქედან, 14 წლამდე - 25,3%-ია, 15-დან 64 წლამდე - 65,1%, ხოლო 65 წლის ზევით - 9,6%. 2015-2020 წლებში მოსახლეობის ცვლილების საშუალოწლიური მაჩვენებელი 1,1%-ია.


1950 წელს, გაეროს დაარსებიდან 5 წელში მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 2,6 მლრდ ადამიანი იყო. 1987 წელს მოსახლეობა 5 მლრდ-მდე, 1999 წლის ბოლოსთვის კი 6 მლრდ-მდე გაიზარდა. 2011 წლის მდგომარეობით, მსოფლიო მოსახლეობა 7 მლრდ ადამიანს შეადგენდა. პროგნოზების თანახმად, მომავალ 30 წლის განმავლობაში პლანეტის მოსახლეობა 2 მლრდ ადამიანით გაიზრდება და 2050 წელს 9,7 მლრდ გახდება, 2100 წლისთვის კი - 11 მლრდი. ასეთი სწრაფი ზრდა მეტწილად განპირობებულია რეპროდუქციულ ასაკამდე მიღწეული ადამიანების მატებით, აგრეთვე, ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა გაზრდილი ნაყოფიერების მაჩვენებელი, მზარდი ურბანიზაცია და მიგრაცია. ეს ტენდენციები მომავალი თაობებისთვის გადამწყვეტ როლს შეასრულებს.


მსოფლიო მოსახლეობა რეგიონებზე შემდეგნაირად არის გადანაწილებული: 61% (4,7 მლრდ) აზიაში ცხოვრობს, 17% (1,3 მლრდ) - აფრიკაში, 10% (750 მლნ) - ევროპაში, 8% (650 მლნ) ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებში, 5% (370 მლნ) - ჩრდილოამერიკაში და 43 მლნ ოკეანის ქვეყნებში.



ჩინეთი და ინდოეთი, 1,44 და 1,39-მილიარდიანი, მოსახლეობით ყველაზე დიდი ქვეყნებია. მათი წილი მსოფლიო მოსახლეობაზე 19% და 18%-ია. პროგნოზის თანახმად, 2027 წელს ინდოეთი ჩინეთს გადაუსწრებს და მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს. 2050 წლამდე ჩინეთის მოსახლხეობა 31,1 მლნ ადამიანით შემცირდება, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2,2% იქნება.


2050 წლისთვის აფრიკის საჰარიდან სამხრეთის ქვეყნებში მოსახლეობა ორჯერ გაიზრდება. ამ პერიოდისთვის საპირისპირო, კლების ტენდენციას ელოდებიან მსოფლიოს 55 ქვეყანასა და რეგიონში: 26 ქვეყანაში მოსახლეობა 10%-ით შემცირდება. ბულგარეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვაში, სერბეთში, უკრაინაში ხორვატიასა და იაპონიაში 2050 წლისთვის მოსახლეობა 15%-ით შემცირდება. დღეის მონაცემებით, ევროპის ყველა ქვეყანაში შობადობა მინიმალურ ზღვარზე დაბალია (ყოველ ქალზე 2,1 ბავშვი მოდის).


გაერო მსოფლიო მოსახლეობის სტატისტიკას 1951 წლიდან, ყოველ 2 წელში ერთხელ აქვეყნებს. მას გაეროს სამდივნოს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მოსახლეობის განყოფილება ამზადებს.



BPN.GE




თეგები:
გაერო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up