ბიძინა ივანიშვილის ოფშორში რეგისტირებული ორგანიზაციები საქართველოში 26 კომპანიას ფლობენ - TI

ბიძინა ივანიშვილის ოფშორში რეგისტირებული ორგანიზაციები საქართველოში 26 კომპანიას ფლობენ - TI

access_time2021-06-10 15:00:19

არასამთავრობო ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 10 ოფშორული კომპანია საქართველოში 26 -ს კომპანიას ფლობს.


TI ს კვლევის თანახმად, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული ორგანიზაციაა. TI-ს 2018 წლის კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული იყო ოფშორში რეგისტრირებული 9 კომპანია, თუმცა მას შემდეგ კომანიების ჩამონათვალი გაიზარდა.


ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიებია:

„Finseck Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 4 კომპანიას: შპს „ექსპრეს-სერვისი“, შპს „ლიზინგი ოცდამეერთე“, შპს „თხილის განაშენიანების და გადამუშავების კომპანია“, შპს „კომპლექს-სერვისი“;


„Vanity Overseas“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „მადა“, შპს „აკვა ცენტრი“;


„Gilmar Holding“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰოლდინგი ოცდამეერთე“, შპს „ქართული ჰოლდინგი“;


„Krista Investments Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუ“;


„Ringold Finance Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰორიზონტი“, შპს „ახალი სერვისი“;


„Limestone Finance International SA“ (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 7 კომპანიას: შპს „ახალი კაპიტალი“, შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“, შპს „ჯეოფერტ“, შპს „ბლექ სი არენა“, შპს „ინვესტ კაპიტალი“;



„Fresno Management Limited“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 3 კომპანიას: შპს „ინტერ კონსალტინგ+“, შპს „ქართუ მენეჯმენტი“, შპს „ქართუ მშენებელი“;


„Vasilia Enterpreises“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ფინსერვისი-XXI“, შპს „ფინ-სერვისი“;


„Tarpan Management Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ინტერ-სერვისი“, შპს „მენეჯმენტ სერვისი“;


„Frankston International“ (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია“ (თანაინვესტირების ფონდი).
საგულისხმოა, რომ კვლევის მიხედვით, 2011-2020 წლებში საქართველოში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან 5,2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურ ინვესტიციების 38%-ია.


არასამთავრობო ორგანიზაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა 6 ოფშორული კომპანია, რომელსაც 2012-2020 წლებში პირდაპირი პრივატიზაციის წესით გადაეცა სახელმწიფო ქონება და 15 ოფშორული კომპანია, რომელმაც აუქციონის გზით მიიღო სახელმწიფო ქონება. სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების გამოკლებით, აღნიშნულ კომპანიებს 77 მლნ ლარამდე ღირებულების ქონება გადაეცათ.


საქართველოში ოფშორული კომპანიები ძირითადად საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ, ესენია:

თბილისი ენერჯი;
შპს „ვიონი საქართველო“
ბილაინი;
აიდიეს ბორჯომი;
ჭიათურმანგანუმ ჯორჯია;
რუსთავის ფოლადი;
შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“
სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი;
შპს „გუდაური სქი რესორტი“
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი;
რუსთავის ავტობაზრობა;
ფოთის მარცვლეულის ტერმინალი;
სუფთა სახლს და მსხვილ თუ საშუალო ზომის საწარმოს.


საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველოს დასკვით საქართველოში მაღალია ოფშორულ ზონებში რეგისტირებული კომპანიების საქმიანოთ გამოწვეული კორუფციული რისკები.


ოფიციალური სტატისტიკით, 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოური ინვესტიციების 38%-ია. ყველაზე მეტი ინვესტიცია - ჯამში 3.7 მლრდ აშშ დოლარი - ნიდერლანდებზე და გაერთიანებულ სამეფოზე მოდის. ამ ორი ქვეყნის ინვესტორები, სავარაუდოდ, სრულად ოფშორული სტატუსის მქონე კომპანიები არ არიან, თუმცა, რთულია გამიჯვნა, ამ ქვეყნიდან წამოსული ინვესტიციებიდან რა წილი მოდის არაოფშორულ ინვესტიციებზე. 776 მლნ დოლარი შემოვიდა ლუქსემბურგიდან. სრულად ოფშორული ტერიტორიებიდან ინვესტიციების კუთხით პანამა ლიდერობს 168 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ მოდიან მარშალის კუნძულები - 79 მლნ აშშ დოლარით, ბელიზი - 45 მლნ აშშ დოლარით, მავრიკი - 32 მლნ აშშ დოლარით, სეიშელი 31 მლნ დოლარით, კაიმანის კუნძულები 13 მლნ დოლარით, ლიბანი 11 მლნ დოლარით და გიბრალტარი 6 მლნ დოლარით.


საქართველოში ოფშორებიდან მომავალი რისკები განსაკუთრებით მწვავედ დგას, რადგან დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ე.წ. „ელიტური კორუფციაა”, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა კი „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუციაში], რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებას შეეხება, აღნიშნულია, რომ მაღალი დონის „ელიტური კორუფცია“ სერიოზულ საკითხად რჩება. ევროპარლამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის რეზოლუციაშიც არის აღნიშნული, რომ საქართველო უნდა ებრძოლოს კორუფციას და სახელმწიფოს მიტაცებას. მსოფლიო ბანკის განმარტებით, სახელმწიფოს მიტაცება არის სისტემური პოლიტიკური კორუფციის სახეობა, როდესაც პირადი სარგებლის მიზნით, პიროვნების კერძო ინტერესს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე“,- ნათქვამია კვლევაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up