საქართველოში 2021 წელს ინფლაცია 6.7% იქნება

საქართველოში 2021 წელს ინფლაცია 6.7% იქნება

access_time2021-06-10 23:00:00

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში ინფლაციის დონე 6.7% იქნება.


საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი რამდენიმე კომპონენტს ემყარება, მათ შორისაა, ჯერ კიდევ 2020 წელს კომუნალური ტარიფების ზრდა. გარდა ამისა, გაუფასურებულია ლარის კურსი დოლართან მიმართებით, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად იზრდება, რაც მოთხოვნას საქონელსა და მომსახურებაზე კიდევ უფრო მეტად ზრდის. ეს კი ფასებს მატებისკენ უბიძგებს.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. შემცირების მთავარი მიზეზი კი, ცხადია, ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქნება. უფრო კონკრეტულად, ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ფულის ფასი 9.50%-ზეა.



აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცმებით, 2021 წლის მაისში საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურ ჭრილში რეკორდულად 7.7%-ით გაიზარდა.


BPN.GE

თეგები:
ინფლაცია



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up