საქართველოში 369 484 მსესხებელს ვადაგადაცილება უფიქსირდება

საქართველოში 369 484 მსესხებელს ვადაგადაცილება უფიქსირდება

access_time2022-08-11 15:00:15

„კრედიტინფოს“ 2022 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 369 484 მსესხებელს უფიქსირდება, ნაშთი კი 3 239 937 911 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ 1 884 354 ადამიანს აქვს, ჯამში 34 564 491 414 ლარის მოცულობის.


აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,9% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივნისის მდგომარეობით, ბანკებიდან 31 534 917 159 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 599 053 მსესხებელს აქვს აღებული.



ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 680 417 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 591 087 935 ლარს შეადგენს. კიდევ 20 212 ადამიანს კი, ჯამში, 438 486 320 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.


თეგები:
კრედიტინფო



ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში
access_time2022-10-04 15:00:18
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა...

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა
access_time2022-10-04 14:45:32
დეპუტატმა და ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. სიახლის შესახებ დღეს უ,რავლესობიდან წასული დეპუტატებიდან ერთ-ერთმა, სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე ისაუბრა. გარიგების საფასური 520 000 ლარია. ახლა პოსტვ“-ის მეწილეების სია ასე გამოიყურება: ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;შალვა რამიშვილი -24%;თემურ ჭარელაშვილი - 24%.

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

 2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება
access_time2022-10-04 16:00:54
მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც...

რის ხარჯზე გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი?

რის ხარჯზე გაიზარდა მშენებლობის ღირებულების ინდექსი?
access_time2022-10-04 14:00:18
აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.58 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით...


მსგავსი სიახლეები

up