Turkish Airlines–ი საერთაშორისო ფრენებს 1 ივლისიდან აღადგენს, კომპანიის განახლებული ფრენების განრიგში საქართველოც არის. ამის შესახებ ინფორმაციას ABC.AZ აქვეყნებს.
ავიაკომპანია ფრენებს სტამბოლიდან თბილისამდე კვირაში 7-ჯერ განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, თურქეთში გამგზავრებული უცხოელები სამედიცინო შემოწმებას საზღვარზე გაივლიან და საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის ტესტსაც გაიკეთებენ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Turkish Airlines–მა შესაძლოა 1 ივლისამდე ფრენის გრაფიკში მცირედი ცვლილებები შეიტანოს.
წყარო ABC.AZ
მოამზადა ნინო თამაზაშვილმა