ხვალიდან საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში მფრინავ ხომალდებს თავისუფალი მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ

ხვალიდან საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში მფრინავ ხომალდებს თავისუფალი მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ

access_time2019-11-07 23:15:26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია” სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერ ორგანიზაციასთან (ARMATS) ერთად სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროექტის – საქართველოსა და სომხეთს შორის თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, საქართველომ და სომხეთმა თავისუფალი საჰაერო მარშრუტების პროექტზე მუშაობა 2017 წელს დაიწყეს და ძალაში 2019 წლის 8 ნოემბერს, 00:00 საათზე შევა.

 

სამინისტრო განმარტავს, რომ პროექტი გულისხმობს საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში მფრინავი საჰაერო ხომალდების მიერ თავისუფალი მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ შემოსვლის და გასვლის წერტილის მითითებით, რომელიც აღნიშნული იქნება, როგორც სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცის  თავისუფალი მარშრუტები – Free Route Airspace in south Caucasus Area – FRASC.

 

პროექტის განხორციელებას თბილისის საჰაერო მოძრაობის რაიონული ცენტრიდან შპს „საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არტურ გასპარიანი და ევროკონტროლის დელეგაციის წევრები დააკვირდებიან.

 

შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტებით ევროპის საჰაერო სივრცის სამი მეოთხედი უკვე სარგებლობს.

 

„მიხარია, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ჩვენ პირველებმა დავნერგეთ  თავისუფალი საჰაერო მარშრუტები და დღეს უკვე ამ კონცეფციის მეორე ეტაპის განხორციელებას ვიწყებთ. ავიაკომპანიებს, რომლებიც ერთ მარშრუტზე კვეთენ საქართველოს და სომხეთს,  საშუალებას ვაძლევთ,  გადაადგილებისას აარჩიონ უმოკლესი მარშრუტი, დაზოგონ დრო და საწვავი და შესაბამისად, ხარჯი უფრო ეფექტურად დაგეგმონ. ეს საკმაოდ რთული მისიაა და მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა ამ გლობალურ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი“, – განაცხადა მან.

 

„საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტები ევროკონტროლისა და სომხეთის წარმომადგენლებთან ერთად, თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის პროცესს რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დააკვირდებიან.

 

საქართველო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის ინიციატივას – საჰაერო სივრცეში თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის შესახებ, 2017 წელს შეუერთდა. ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტები, მთელი ევროპის მასშტაბით 2022 წელს სრულად იქნება დანერგილი.

 

პირველი არხი





გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up