საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

access_time2019-09-13 17:35:43

საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. აქამდე შვეიცარიასა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა. ტრადიციულად პირველი რეისის, როგორც ჩამომფრენ ისე გამფრენ მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები - ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ.


10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით: ბაზელში, ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ეინდჰოვენში, ბარისა და პოზნანში დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება.


აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, ესტონეთსა და დანიის სამეფოში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.


ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.





თეგები:
Wizz Air



„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up