საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმას

საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმას

access_time2021-04-23 23:20:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ხელი მოაწერეს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


„ხელმოწერის ცერემონია ქ. ბუქარესტში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.


შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალზე საქართველოს და უკრაინის მოწვევის გამო, რაც რუმინეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა.


მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის ახლო მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას შავი ზღვის რეგიონში, ისევე როგორც რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის უსაფრთხოების გარემოს. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს როგორც პარტნიორი ქვეყნების, ასევე ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.



ხაზი გაესვა საქართველოს და რუმინეთის, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის და საერთაშორისო სატრანზიტო კავშირების განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შეთანხმება, რომელიც 4 ქვეყნის მონაწილეობით 2019 წელს ბუქარესტში გაფორმდა.


მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების და ევროპა-აზიის ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფის კონტექსტში. ამ მხრივ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში დაკავშირებათობის დიალოგის დაფუძნების მნიშვნელობას.


საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრმა კოლეგას გაუზიარა საქართველოს პრიორიტეტები, მათ შორის 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების, ევროკავშირთან მეტი დაახლოებისა და ინტეგრაციის არსებული თუ ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით.


ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ახლო მომავალში საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის დაფუძნების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up