საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

access_time2022-11-30 17:10:49

კორეის რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს, 10 თვეში საქართველო-კორეას შორის 79,243 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 66,411 მლნ აშშ დოლარის.

 

ამასთან, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველომ კორეის რესპუბლიკაში - 71,621 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, 2021 წლის 10 თვეში - 59,352 მლნ აშშ დოლარის.

 

რაც შეეხება ქვეყნიდან ექსპორტს, წელს საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან 7,622 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის იანვარ-ოქტომბერში - 7,058 მლნ აშშ დოლარის.

 

გთავაზობთ, იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც 2022 წლის 10 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა კორეის რესპუბლიკაში.

 

ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტი:

 

მსუბუქი ავტომობილები - 15,143 მლნ აშშ დოლარი

ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 13,678 მლნ აშშ დოლარი

ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 13,250 მლნ აშშ დოლარი


სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5,084 მლნ აშშ დოლარი

კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 2,835 მლნ აშშ დოლარი

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2,193 მლნ აშშ დოლარი

პოლიმერები ეთილენი, პირველადი ფორმებით - 1,970 მლნ აშშ დოლარი

რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 1,449 მლნ აშშ დოლარი

რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1,034 მლნ აშშ დოლარი

ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1,009 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:

 

მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 3,861 მლნ აშშ დოლარი

ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 803.7 ათასი აშშ დოლარი

ნარჩენები და ჯართი სპილენძის - 642.8 ათასი აშშ დოლარი

ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 414 ათასი აშშ დოლარი

პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 398.8 ათასი აშშ დოლარი

მოწყობილობები ელექტროგამანათებელი ან სასიგნალიზაციო - 368.5 ათასი აშშ დოლარი

ყურძნის ნატურალური ღვინოები - 161.6 ათასი აშშ დოლარი

ვულკანიზებული რეზინის ნაწარმი, გარდა მყარი რეზინისა, დანარჩენი - 148.4 ათასი აშშ დოლარი

ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 76.7 ათასი აშშ დოლარი

ნაწილები განკუთვნილი შიგაწვის ძრავებისათვის - 64.5 ათასი აშშ დოლარი

 

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up