საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

access_time2021-02-05 13:40:00

3-4 თებერვალს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეშვიდე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრაში მონაწილეობდნენ DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები. 



შეხვედრაზე ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხარეს - ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განყოფილების უფროსი იგნასიო ირუარიზაგა დიეზი. 



კომიტეტის სხდომის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ტენდენციები და COVID-19 ის გავლენა, ასევე საჯარო შესყიდვების, კონკურენციის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, მომსახურებით ვაჭრობისა და სხვა სფეროებში DCFTA-ის განხორციელების მხრივ საქართველოს პროგრესი.



ევროკომისია მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩება და ქვეყნის საგარეო ვაჭრობის თითქმის მეოთხედი მასზე მოდის. ევროკომისიის დელეგაციამ აღნიშნა, რომ 2019 წელს ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რიცხვი გაიზარდა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისა და ახალი ეკონომიკური ოპერატორებისათვის ევროკავშირში ექსპორტისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე მიუთითებს.




შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროკომისიას საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ინიცირებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ქართულის მხარის ძალისხმევა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებასა და DCFTA-ით გათვალისწინებული დაახლოების პროცესის I ფაზის დასრულებაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს შექმნაზე.



ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, რის შედეგდაც 2020 წელს ცხოველების საკვებიც დაემატა იმ ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სიას, რომელთა ექსპორტიც შესაძლებელია ევროკავშირის ბაზარზე. ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა ისეთი პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნის მიზნით, როგორიცაა აკვაკულტურის პროდუქტები და დედა ფუტკარი.



აღსანიშნავია რომ ევროკავშირმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების იმპორტისას ბაზარზე ზედამხედველობის შეუფერხებელი ადმინისტრირების მიზნით საბაჟო დეპარტამენტსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლობით შექმნილი წინასწარი დეკლარირების ელექტრონული პლატფორმის მიმართ, რაც კერძო სექტორზე ორიენტირებულ ერთგვარ ინოვაციურ გადაწყვეტას წარმოადგენს.



ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საბაჟო სფეროში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის ვაჭრობაზე ნეგატიური ეფექტების შემცირებისა და თავიდან აცილების მიმართულებით. ქართულმა მხარემ კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში ევროკომისიას განუცხადა მზაობა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ორმხრივი აღიარების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირებისთვის.



ევროპული მხარის ინფორმაციით ევროკომისია ჩაატარებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგების შეფასების კვლევას, რომლის ანგარიშიც გამოქვეყნდება მომავალი წლის აპრილის თვეში.



ევროკომისიის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს და გამოხატა მზაობა ამ პროცესში საქართველოს დახმარების გაგრძელების თაობაზე.



ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი არის ასოცირების შეთანხმების, DCFTA-ს განხორციელების მმართველი ორგანო, რომელიც, შეთანხმების თანახმად, იკრიბება წელიწადში ერთხელ, მორიგეობით - თბილისსა და ბრიუსელში. COVID-19 ის პანდემიიდან გამომდინარე, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






თეგები:
DCFTA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up