საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა

access_time2021-11-27 10:12:43

2021 წლის 25 ნოემბერს ქ. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დადასტურებული იქნა ორივე მხარის, საქართველოს და ევროკავშირის ინტერესი და მტკიცე სურვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული კონფლიქტის დინამიკა, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში, ადგილზე შექმნილი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ქმედებებთან. ხაზი გაესვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით და ყურადღება გაამახვილა სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა   საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

მხარეებმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და, ფართო გაგებით, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მზარდი გამოწვევების თემატიკა.
ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, განსაკუთრებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებში საქართველოს ღირებული  მონაწილეობის თაობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებისა და, ამ კუთხით, საქართველოს მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს მიერ შესრულებული საკვანძო სატრანზიტო როლი.

სტრატეგიული დიალოგის შეხვედრას თანა თავმჯდომარეობას უწევდნენ, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე/საგარეო ქმედებათა სამსახურის პოლიტიკური დირექტორი ენრიკე მორა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია. სტრატეგიული დიალოგის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.

გენერალური მდივნის მოადგილემ, ენრიკე მორამ აღნიშნა, რომ: 
„ევროკავშირი, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას ძალისხმევაში, რათა მიღწეული იქნას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.  ევროკავშირი ასევე აფასებს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ევროკავშირის ნათელი ინტერესია, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა. ჩვენი სურვილია, აქტიური წვლილი შევიტანოთ  რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტთან მიმართებით მდგრადი  და ყოვლისმომცველი გადაწყვეტილების მოძებნის პროცესში, მათ შორის, ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენის, სტაბილიზაციისა და პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციის ღონისძიებებს, სადაც ამის შესაძლებლობა იარსებებს.   ევროკავშირი მზადაა დამატებითი იმპულსი შესძინოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ თანამშრომლობას და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გამოყენებით, იქ, სადაც ეს მიზანშეწონილი იქნება."

მინისტრის პირველი მოადგილემ,  ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ:
„საქართველოსა და ევროკავშირს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საერთო მიზანი ამოძრავებთ. ამ ინტერესის ნათელი გამოხატულებაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2017 წლიდან არსებული  მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე. დღევანდელი შეხვედრა მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო და ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა, ერთიანი ძალისხმევის, ერთიანი ქმედებების შედეგად, გაიზარდოს ჩვენი მედეგობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან მიმართებით და ერთად გავუმკლავდეთ კიბერნეტიკული სივრციდან, დეზინფორმაციული კამპანიებიდან მომდინარე საფრთხეებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რათა უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ საქართველოს და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ფეროში არსებული თანამშრომლობა. საქართველომ კიდევ ერთხელ დადასტურა ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის (PESCO) პროექტებში მონაწილეობის თაობაზე ინტერესი. საქართველო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა  და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ მუდმივ  პროვოკაციებს. ევროკავშირს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ, რომელიც დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობს. შეხვედრაზე ჩვენს მიერ წამოწეული იქნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიასთან დაკავშირებული საკითხი და აღნიშნულ კონტექსტში ასევე ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. საქართველო ხაზს უსვამს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას და ამ თვალსაზრისით, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ყურადღება გავამახვილეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე."

საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება და მის ფარგლებში განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up