საქართველოსა და ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოსა და ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

access_time2016-05-20 09:15:16

19 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პეკინში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში First World Conference on Tourism for Development, რომელიც ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლე კეციანმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის დელეგატებმა. სესიაზე ქეთევან ბოჭორიშვილი ვრცელი მოხსენებით წარსდგა და სიღარიბის დაძლევაში ტურიზმის როლზე ისაუბრა. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასა და ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და კონკრეტული პროექტების განხორციელებას ტურიზმის სექტორში.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული წინსვლა აღინიშნება საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების კუთხით, რასაც მოწმობს ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, მოცემული მემორანდუმიც ადასტურებს ახალი  ინიციატივების განხორციელების მზაობას- განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.



მინისტრის მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლი ჯინზაოსთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. ქეთევან ბოჭორიშვილთან ერთად ღონისძიებებში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ  საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  დავით აფციაური და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი.



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up