საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს

საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს

access_time2020-01-21 17:00:00

საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მდიდარი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში და მის სრულად ათვისებას შავი ზღვის რეგიონის სამეზობლოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



„გიორგი გახარიამ და ბოიკო ბორისოვმა დადებითად შეაფასეს საბორნე სერვისები საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის და ხაზი გაუსვეს არსებული სატრანსპორტო კავშირების გაფართოების საჭიროებას. ნაყოფიერად შეფასდა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ბულგარეთი ბოლო წლებში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, თუმცა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს.



შეხვედრისას პოზიტიურად აღინიშნა საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის მაღალი დონე.




საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ბულგარეთის აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ბოიკო ბორისოვი საქართველოში მიიწვია.



შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის
access_time2020-02-27 20:00:25
კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:   „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
access_time2020-02-27 18:21:57
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და...

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის
access_time2020-02-27 17:45:30
Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-27 21:30:47
 Top-10 საინტერესო ამბავი 1.„კომერციალიზაციის დონე დაბალია, იმპორტი მაღალი“ - რამდენად შედეგიანია „დანერგე მომავალი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წელს პროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება დაიწყო.„კომერსანტი“ დაინტერესდა შეასრულა თუ არა სოფლის მეურნეობის...

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს
access_time2020-02-27 17:45:28
პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული...


მსგავსი სიახლეები

up