საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავად, ბაქოში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავად, ბაქოში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა

access_time2022-11-23 13:55:33

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავად, ბაქოში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. კერძოდ, გასულ კვირას საიუბილეო თარიღი აღნიშნეს როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე საგანგებოდ გამართულ მიღებაზე.


აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო უწყებაში გამართული საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხალაფ ხალაფოვთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ისტორია თანამედროვე ეპოქაში. ამასთან, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას ყველა სფეროში. საიუბილეო ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი მხოლოდ ხანმოკლე ეპიზოდია იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, რომლის განმავლობაშიც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლობა, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელმაც ასახა საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია.



სასტუმრო „Four Seasons Baku"-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ელჩმა ზურაბ პატარაძემ.



ქართველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მიღწეულ წარმატებებსა და დასახულ მიზნებზე, ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ბოლო ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა დადებითი იმპულსი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში. აღსანიშნავია, რომ პატარაძემ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლის ღარიბაშვილის „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივაზეც".


გარდა ამისა, ჰეიდარ ალიევის სასახლეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის", გალა-კონცერტი, რომელსაც 1700-მდე მაყურებელი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ როგორც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აზერბაიჯანის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს-წრეების, კულტურის სფეროს მასმედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ისე რიგითი მოქალაქეები. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია და დიდი გამოხმაურება ჰპოვა აზერბაიჯანულ მედიაში.




TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek
access_time2022-12-07 21:00:54
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრემლის ლიდერი კიბეებიდან ჩამოვარდა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.   General SVR-მა გასულ კვირას Telegram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა პუტინმა სამუშაო თათბირი სტრესულ ვითარებაში, სადაც განიხილავდნენ მძიმე...


მსგავსი სიახლეები

up