საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

access_time2019-09-14 15:10:11

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, აშშ-ს და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.



სტუმრები აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) დირექტორის მოადგილემ, ლირიო ლიუმ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის რაშლოუმ და ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სამსახურის დირექტორის მოადგილემ რობერტ რუისმა მიიღეს.



ვაშინგტონში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისათვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ყურადღება გამახვილდა ასევე მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადების საკითხებზე.




სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ამერიკულ მხარეს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მიღწევები და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული აუდიტის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც ქვეყანას მოწინავე პოზიცია აქვს რეგიონში. ასევე, ლევან კარანაძემ ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გატარებულ სამუშაოებზე ევროკავშირის რეგულაციების და დირექტივების დანერგვის კუთხით, რაც ქვეყნის მხრიდან ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პარტნიორ ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად: „აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავება და მისი გამოცდილების გაზიარება დაეხმარება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას ზედამხედველობის ხარისხის ამაღლებასა და ინტიტუციონალურ გაძლიერებაში, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის დასაწყებად".



"აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და მძლავრ საავიაციო ხელისუფლებას მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან ერთად, დღის წესრიგს ქმნის ამ სფეროში. FAA-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, საავიაციო ხელისუფლებებს შორის აქტიური კავშირების დამყარება უაღრესად მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების ტექნიკურად განხორციელებისათვის" - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა United Airlines-ის და Delta Airlines-ის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ორგანიზებაში, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო აშშ-ში.







ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up