საქართველოს ყველაზე მაღალი მოგების მქონე ბანკი „თიბისია“ - ბანკების რეიტინგი

საქართველოს ყველაზე მაღალი მოგების მქონე ბანკი „თიბისია“ - ბანკების რეიტინგი

access_time2020-02-10 12:30:44

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.2019 წლის მონაცემებით, 392 მლნ. ლარის წმინდა მოგებით „თიბისი ბანკი“ ლიდერობს. მისი აქტივების ღირებულება 18 მლრდ. ლარია და ის ამ მხრივაც საქართველოში პირველ ადგილს იკავებს.


რეიტინგში მეორე ადგილზე 390.4 მლნ. ლარის წმინდა მოგებით „საქართველოს ბანკია“, რომლის აქტივები  17 მლრდ. ლარს შეადგენს.


საბანკო სექტორში წმინდა მოგების მხრივ 2019 წელს მესამე ადგილზე „კრედო ბანკი“ იყო, რომელმაც 27.7 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. მისი აქტივები 1 მლრდ. ლარს აღემატება.


26.8 მლნ. ლარის წმინდა მოგებით მეოთხე ადგილზეა „ლიბერთი ბანკი“, რომელიც აქტივების ზომით ბანკების სამეულშია. მისი აქტივები 2.1 მლრდ.-ს შეადგენს.


ხუთეულს „ბაზის ბანკი“ ასრულებს, რომლის წმინდა მოგება 24.8 მლნ ლარია, მისი აქტივები კი 1.66 მლრდ. ლარი.


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ფინანსურ ზარალზე მხოლოდ ორი - „სილქ როუდ ბანკი“ და „პაშა ბანკი“ გავიდა. „პაშა ბანკის“ ზარალმა 2019 წელს 8 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო „სილქ როუდ ბანკის“ ზარალმა - 210 ათასი ლარი.



წმინდა მოგების მიხედვით საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგი:


1. „თიბისი ბანკი“ - 392,114,132 ლარი;

2. „საქართველოს ბანკი“ - 390,435,262 ლარი;

3. „კრედო ბანკი“ - 27,699,088 ლარი;

4. „ლიბერთი ბანკი“ - 26,832,117 ლარი;

5. „ბაზისბანკი“ - 24,830,002 ლარი;

6. „პროკრედიტ ბანკი“ - 23,131,243 ლარი;

7. „ქართუ ბანკი“ - 22,449,122 ლარი;

8. „ტერაბანკი“ - 20,241,573 ლარი;

9. „ვითიბი ბანკი“ - 13,656,751 ლარი;

10. „ხალიკ ბანკი საქართველო“ - 7,647,408 ლარი;

11. „იშ ბანკი საქართველო“ - 5,807,767 ლარი;

12. „ზირაათ ბანკი საქართველო“ - 3,471,759 ლარი;

13. „ფინკა ბანკი საქართველო“ - 3,398,621 ლარი;

14. „სილქ როუდ ბანკი“ - 210,554 ლარის ზარალი;

15. „პაშა ბანკი საქართველო“ - 8,209,436 ლარის ზარალი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up