საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული სკოლები - რა ღირს, რა ხდება იქ და რით განსხვავდება სხვა სკოლებისგან

საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული სკოლები - რა ღირს, რა ხდება იქ და რით განსხვავდება სხვა სკოლებისგან

person access_time2016-03-06 12:09:59

განათლება რომ ძვირი ჯდება, მით უმეტეს - კარგი განათლება, ეს ახალი ამბავი არაა. მშობლებიც, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ცდილობენ, შვილს არ მოაკლონ არაფერი და კარგი პირობები შეუქმნან პერსპექტიული და აწყობილი მომავლისთვის. შვილის მომავალში თანხის დაბანდება არავის ენანება, მთავარია, ეს თანხები გქონდეს... საქართველოში ბევრია კერძო სკოლა, სხვადასხვა პროფილის, სხვადასხვა კატეგორიის, ფასის და ა.შ. ჩვენ მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებს შემოგთავაზებთ, მათი ფასებით, განსხვავებებით სხვა სკოლებისგან და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ამ სკოლების უმრავლესობაში აქცენტებია უცხო ენაზე, უცხოეთში განათლების მისაღებად მომზადებაზე, უმრავლესობის სწავლის საფასურში შედის ტრანსპორტის ხარჯები და რამდენიმე წრე და ბევრ მათგანს აქვს საზაფხულო სკოლები და ბანაკები, საკუთარი ბაღები და გამართული ინფრასტრუქტურა. წარმოდგენილი ფასები მიახლოებითია, რადგან სკოლების უმრავლესობაში სხვადასხვა კლასისა და სექტორის გადასახადი სხვადასხვანაირია.

საირმა mshoblebi.ge საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული და პოპულარული სკოლების ათეული შეადგინა:


1. QSi - საერთაშორისო სკოლა, სწავლის წლიური გადასახადი: 41 ათასი ლარი. 

 

სკოლა თბილისის დიპლომატიურ სოფელში მდებარეობს, ზურგოვანის დასახლებაში.საერთაშორისო სკოლის გარდა იქ საერთაშორისო ბაღიც არის. ამ დასახლებაში ძირითადად უცხოელი დიპლომატები ცხოვრობენ და სკოლაშიც უმრავლესობა მათი შვილები სწავლობენ.

 

2. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია, სწავლის წლიური გადასახადი: 19 ათასი ლარი


აკადემიაში სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. ამ თანხაში შედის მოსწავლეების ტრანსპორტირება, კვება - არა. აკადემია ლისის ტბაზე მდებარეობს. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა IX-XII კლასებში 265-ს შეადგენს. ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება.

 

3. ბრიტანულ-ქართული აკადემია. სწავლის წლიური გადასახადი - ბრიტანული სექტორი - 15 ათას ლარამდე, ქართული სექტორი - 9 ათას ლარამდე


აკადემია როგორც სკოლამდელი განათლების ცენტრს, ასევე დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებს სთავაზობს მშობლებს. გადასახდში შედის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კვება, ტრანსპორტირება ყველა მოსწავლისთვის, ხოლო საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეები სპეციალური საშეღავათო ბარათებით სარგებლობენ კაფეტერიაში. ასევე გახანგრძლივებული პროგრამები და ყველა სახის კულტურული თუ სპორტული აქტივობა. სკოლა ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარეობს.


4. ევროპული სკოლა, სწავლის წლიური გადასახადი: ქართული სექტორი - 8 000ლარი, ინგლისური სექტორი - 15 000 ლარი


 

ამ გადასახადში (რომელიც მიახლოებითია, რადგან სხვადასხვა კლასში გადასახადი სხვადასხვაგვარია) შედის ორჯერადი კვება, ტრანსპორტირება და სხვადასხვა მხატვრული წრე. 

 

საერთაშორისო სექტორზე გადასახადი კლასების მიხედვით განსხვავდება: პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით სწავლის ღირებულება 5 000 ევროს, მე-6 დან მე-10 კლასის ჩათვლით - 6000 ევროს, ხოლო მე-11, მე-12 კლასებში - 7000 ევროს შეადგენს. ამერიკულ სექტორში მოსწავლეების მიღება მე-8 კლასიდან ხდება და გადასახადი 6 000 ევროა. ქართულ სექტორზე მოსწავლეების მიღება პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ხდება.

 

5. კავკასიის ფრანგული სკოლა, სწავლის წლიური გადასახადი: 12 ათასი ლარი

 

სასწავლებელი ჭავჭავაძეზე მდებარეობს. სკოლაში არის საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა და კოლეჯი. აღიარებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ. სწავლების ენა ფრანგულია. 

6. სკოლა "ლოგოსი". სწავლის წლიური ღირებულება: 9900 ლარი


"ლოგოსი" მესამე საფეხურის სკოლაა, იქ უფროსკლასელები სწავლობენ. სკოლაში ცდილობენ, მოსწავლეები საფუძვლიან მოამზადონ საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.

 

7. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი, სწავლის წლიური გადასახადი: 7900 ლარი

 

 

ეს სკოლა კიკეთში მდებარეობს და ლევან ვასაძის სკოლის სახელითაც არის ცნობილი. აქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა. სკოლა სამ შენობას აერთიანებს, სპორტული მოედნებით, სამლოცველოთი, სასადილოთი და ა.შ. გადასახადში შედის ტრანსპორტირება, კვება და სხვადასხვა წრე.

 

8. ბრითიშ ქონექშენი. სწავლის წლიური გადასახადი: 6500 ლარი


სასწავლო ცენტრი ბრითიშ ქონექშენ (BC) ბრიტანეთის ეროვნული სასკოლო პროგრამების შემმუშავებელი და წინასაუნივერსიტეტო გამოცდების მიმღები საერთაშორისო ორგანიზაციის (EDEXCEL INTERNATIONAL) და ლონდონის კომერციისა და ინდუსტრიის პალატის საერთაშორისო კვალიფიკაციების (LCCI IQ) ერთადერთი რეგისტრირებული ცენტრია კავკასიის რეგიონში. შედგება ორი სტრუქტურისაგან: აკადემიური სკოლა და ენების სკოლა.

 

9. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, სწავლის წლიური გადასახადი - 5700 ლარი

 

ბაქსვუდის სკოლაში სწავლის საფასური 6800 ლარამდე მერყეობს. სკოლაში თითოეული კლასი მაქსიმუმ 20 მოსწავლისგან შედგება. წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელით, დიპლომით და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით აჯილდოვებენ. ასევე, ენიშნებათ სტიპენდიაც. საზაფხულო პროგრამის ფარგლებში ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ რამდენიმე თვით ან კვირით გაემგზავრონ ბრიტანეთში. სკოლა წყნეთში მდებარეობს.


10. ნიუტონის თავისუფალი სკოლა სწავლის წლიური გადასახადი: 4200 ლარი

 

ნიუტონის სკოლა სწავლის ღირებულებით 15 ყველაზე ძვირ სკოლას შორის არის, თუმცა პოპულარობით - ათეულშია. სკოლაში სკოლამდელი აღზრდის პროგრამაც აქვთ. სკოლაშია სხვადასხვა სახის კლუბი და წრე, რაც გადასახადში შედის. მე-4 კლასამდე ასევე გადასახადში ბავშვების 2-ჯერადი კვება შედის, მე-4 კლასის ზევით უკვე მოსწავლეს კვებისთვის დამატებითი ფინანსები (საშუალოდ, დღეში 5 ლარი) სჭირდება. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ამისთვის მშობელმა დამატებითი 660 ლარი უნდა გადაიხადოს. სკოლას ასევე აქვს ფასიანი საზაფხულო სკოლები.




ვერნერ ლიპახი:„აშკარაა,რომ რეგიონში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს, მათ შორისაა ანაკლია“

ვერნერ ლიპახი:„აშკარაა,რომ რეგიონში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს, მათ შორისაა ანაკლია“
access_time2019-10-23 12:22:07
„საქართველოს აქვს უპირატესობა ჰქონდეს პორტი შავ ზღვაზე , ეს  მთლიანი რეგიონისთვის ძალიან კარგია. აშკარაა, რომ აქ ბევრად დიდი და ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს და მათ შორისაა ანაკლია“-ამის შესახებ  აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა.  „ამ პროექტს  გასავითარებლად გარკვეული დრო სჭირდება. ამ კუთხით გარკვეული გამოწვევებია ,...

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს პროექტების განხორციელებისთვის ახალ პერსპექტივებს უხსნის

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს  პროექტების განხორციელებისთვის ახალ  პერსპექტივებს უხსნის
access_time2019-10-23 12:02:42
„მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე ქვეყნები სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობებზე საჯაროდ თანხმდებიან, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საფუძველი ხდება და კერძოს სექტორს კარგ პერსპექტივას უხსნის ახალი პროექტების განხორციელებისთვის - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის ფარგლებში, რიგით მესამე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმზე სამხრეთ...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება
access_time2019-10-23 11:47:30
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტით დაინტერესებაზე დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. „მინდა ვთქვა რომ პროექტს დიდი ინტერესი აქვს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის , ჩვენ ვუმასპინძლეთ უზბეკეთის დელეგაციას კერძოდ, ვიცე-პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. კერძოდ, მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის კუთხით...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...


მსგავსი სიახლეები

up