საქართველოს ხვალ მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ეწვევა

საქართველოს ხვალ მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ეწვევა

access_time2020-02-16 20:31:37

მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ვიზიტი 17 თებერვალს დაიწყება და 19 თებერვალს დასრულდება. მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ,ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი 17 თებერვალს შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან გამართავს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება. 

18 თებერვალს კი მალაიზიელი სტუმარი საქართველოს პარლამენტს ეწვევა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესშეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში, 18 თებერვალს მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაცშეხვდება. ის ასევე აუდიენციას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.


19 თებერვალს მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ასევე სოფელ დიდ ხურვალეთში ჩავა და საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.


თეგები:
მალაიზია



საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...

„გუშინწინ გაზი გამითიშეს, მესიჯის წაკითხვა არ ვიცი, წავედი პენსიის ასაღებად, ფეხით“ - მარტოხელა მოხუცები ახალი რეალობის პირისპირ

„გუშინწინ გაზი გამითიშეს, მესიჯის წაკითხვა არ ვიცი, წავედი პენსიის ასაღებად, ფეხით“ - მარტოხელა მოხუცები ახალი რეალობის პირისპირ
access_time2020-04-04 15:30:22
ანზორ ნონიაშვილი, 79 “გუშინწინ გაზი გამითიშეს. მესიჯის წაკითხვა არ ვიცი. წავედი პენსიის ასაღებად, ფეხით. ავტობუსის ერთი ხუთი გაჩერება გავიარე. ორი პოლიციელი იყო იქ. რატომ გამოხვედიო, გინდა ახლა 3000-ლარიანი ჯარიმა დაგიწეროთო? გაზი გამითიშეს-მეთქი და გადახდა ხომ უნდა?! აბა ვინ გადამიხდის?! მეორედ არ გამოხვიდეო, გამაფრთხილეს, ვეღარ გავდივარ”. 79 წლის ანზორ ნონიაშვილი შვილთან, 43 წლის გიორგისთან ერთად ცხოვრობს. გიორგი მშენებლობაზე მუშაობის დროს დაშავდა და სამ წელიწადნახევარია,...

Daily Mail: ჩინეთში ღამურების გაყოდვა და ჭამა განაახლეს

Daily Mail: ჩინეთში ღამურების გაყოდვა და ჭამა განაახლეს
access_time2020-04-04 13:30:22
  კორონავირუსის ეპიდემიის სავარაუდო დასრულების შემდეგ, ჩინელებმა განაახლეს ღამურების ჭამა.   ღამურები ისევე, როგორც მორიელები, და სხვა ეგზოტიკური არსებები, იყიდება ქვეყნის ბაზრობებზე, როგორც ხალხური მედიცინის საშუალებები.   ათასობით ჩინელი გროვდება დიდ ბაზარზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუილინში.  ეს გიგანტური სავაჭრო ობიექტი გამოიყურება ისევე, როგორც კორონავირუსის გავრცელების დაწყებამდე - ჟანგიანი გალიები...

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...


მსგავსი სიახლეები

up