საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

access_time2022-05-21 20:09:20

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:


"პირველ რიგში გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას მოხარულია , რომ ფქვილის მარაგების თემასთან დაკავშირებით შექმნილ აჟოტაჟი რომელიც გამოწვეული იყო გაუგებრობით ამოწურულია .
ვთვლით, რომ აჟიოტაჟი გამოწვეული იყო მათ შორის ჩვენგან გასული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით რომლებიც სტატიების სათაურებში იქნა გამოტანილი . მიუხედავად ამისა ასოციაცია იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას და მიაჩნია რომ მიწიდებული ინფორმაცია უნდა ყოფილიყო უფრო სრული , აქვე გვინდა მივმართოთ პრესის წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ სათაურების შერჩევისას , რომ იგი სრულად შეესაბამებოდეს ინფორმაციის შინაარსს რაც ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რამაც სამწუხაროდ დიდ წილად განაპირობა აღნიშნული აჟოტაჟი.
ამასთან გვინდა შედარებით მშვიდ ვითარებაში დავუბრუნდეთ და მოკლედ გავაანალიზოთ მომხდარი იმისათვის, რომ შემდგომში მსგავსი გაუგებრობებებისაგან საზოგადოებაც და ჩვენც დაცულები ვიყოთ .
აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაგვანახა , რომ დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენ როგორც რესპოდენტებმა და პრესამ როგორც ინფორმაციის გამავრცელებლებმა საზოგადოებას მიეწოდოს სწორი და შესაბამისი მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია .
ეს განსაკუთებით მნიშვნელოვანია , როდესაც საქმე ეხება ისეთი აქტუალური თემებს როგორიცაა პურის ფასი, ხორბლისა და ფქვილის მარაგები .
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ , რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სათანადო დონეზე ვერ მოხერხდა ამ შემთხვევაში აღნიშნული პრობლემის ძირითადი მიზეზი იყო სათაურების სენსაციურობა რომელიც არ შეესაბამებოდა მასალის შინაარსს
ჩვენის აზრით სათაურებში არ იყო ასახული და სრულიად იყო დაკარგული ინფორმაციის ერთ ერთი მთავარი ხაზი , ის რომ მიუხედავად ხორბლის მარაგების ამოწურვისა და წისქვილკმბინატების გაჩერებისა ქვეყანაში მოხდა ხორბალის იმპორტის ფქვილის იმპორტით ჩანაცვლება
გვინდა მოვიყვანოთ ერთ ერთი მაგალითი ,რომელიც სენსაციური სათაურიდან გამომდინარე ყველაზე მეტად სწრაფად ტირაჟირდა მოკლე დროში დომინოს პრინციპით :
„ ლევან სილაგავა - საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება „
აღნიშნული სათაური ჩვენი ღრმა რწმენით არსებული მხოლოდ ნაწილობრივ ასახავდა შინაარსს და სწორი იქნებოდა ,სათაურში წისქვილკმბინატების გაჩერებასა და ხორბლის მარაგების ამოწურვის თემასთან ერთად ყოფილიყო ფქვილის თემა, რომელიც თვითონ მასალაშიც ფიგურირებს და განმარტებულია
ასეთი მაგალითად ჩვენი აზრით მასალასთან ადეკვატური სათაურები შეიძლება ყოფილიყო შემდეგი შინაარსის:
ლევან სილაგავა „თვეებია ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს ამ მიზეზით საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება“.
ან
ლევან სილაგავა -„საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი აქედან გამომდინარე საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება“.
ცნობისათვის ,ყველა ეს წინადადება--„თვეებია ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს“,„საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი “, აღებულია თვითონ არსებული მასალიდან , შესაბამისად ადვილად შეიძლებოდა მათი სათაურებში ჩასმით მაქსიმალურად ზუსტი შესაბამისობა ყოფილიყო შინაარსთან
-მისასალმებელია , რომ ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე მასალა სწორედ დაბალანსებული და ადეკვატური სათაურით გაუშვა რაც სრულად ასახავდა წისქვილკომბინატების პრობლემის სიმწვავესაც და ფქვილის შეუფერხებელ იმპორტს ასე მაგალითად სათაურები :
ლევან სილაგავა - „სერიოზულია პრობლემა, რომელიც წისქვილკომბინატების დახურვის შესახებ არსებობს, გვსურს შეხვედრა პრემიერთან“
„ხორბლის მარაგი ამოწურულია, მხოლოდ ფქვილი შემოდის, წისქვილები გაჩერდება"
შორს ვართ იმ აზრისაგან რომ ვუკარნახოთ ვინმეს რა სათაური შეურჩიონ ინფორმაციას, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, რომ ჩვენო აზრით უაღრესად მნიშვნელოვანია სათაური სრულად ასახავდეს მიწოდებული მასალის შინაარსს.
ასოციაცია იმედოვნებს , რომ ეს არ იყო ვინმეს მხრიდან მიზანმიმართული რაიმე აჟოტაჟს გამომწვევი ქმედება, არამედ იყო ბევრი ფაქტორის და პრობლემის ერთად დამთხვევის და გაუგებრობის შედეგი
გვინდა განვაცხადოთ, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენი დარგის შესახებ სრული და სანდო ინფორმაციის გავრცელებისათვის მიზნით, ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება ,რომ ინფორმაციის გასავრცელებლად პრიორიტეტულად გამოიყენებს საკუთარ რესურს - ოფიციალურ facebook გვერდს , აგრეთვე პირდაპირ ეთერებს და პრეს- კონფერენციებს და სხვა პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებებს , ასოციაცია აღნიშნულ ფორმატებში მზად არის ნებისმიერ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში .
რაც შეეხება სატელევიზიო და სატელეფონო ინფორმაციის გაცემას გვინდა დარწმუნებით ვიცოდეთ , რომ ჩვენი მიწოდებული ინფორმაცია სრულად და ადეკვაატურად იქნება გაგებული და არ მოხდეს ინტერპრეტირება ,აქედან გამომდინარე გამოვიყენებთ ინფორმაციის დადასტურების სხვადასხვა მექანიზმს რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები .
- და ბოლოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ , რომ საქართველოს მთავრობასთან კერძოდ ეკონომიკურ გუნდთან გრძელდება მუშაობა წისქვილკომბინატების მუშობის სწრაფი განახლებისათვის კონურენტულ გარემოში , როგორც საქართველოში ხორბლის მოსავლის აღებს ასევე სეზონის შემდგომ პერიოდში , ამ მხრივ განიხილება სხვადასხვა მექანიზმები და მათ შორისერთ ერთი ერთ ვარიანტად ჩვენი ასოციაციის მიერ მიერ წარდგენილ გეგმა რომელიც დამყარებულია საქართველოს წისქვილკომბინატების სრული ამუშავების პარალელურად პურის ფასის შენარჩუნებაზე , წისქვილკომბინატების პასუხისმგებლობაზე ქვეყანაში ხორბლად 2 თვიანი მარაგების არსებობის უზრუნველყოფის მხრივ . აქვე გვინდა აღვნიშნოთ რომ გეგმა არ ითვალისწინებს არავითარი სახსრების მოთხოვნას ბიუჯეტიდან მათ შორის არც სუბსიდირებას, გეგმა ითვალისწინებს მხოლოდ სწორი კონკურენციის პირობებს დაბრუნებას საქართველს ბაზარზე .
-იმედი გვაქვს მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგად საქართველოს წისქვილკომბინატები უახლოეს დროში შეძლებენ მუშა პროცესის სრულ განახლებას," - აღნიშნულ;ია განცხადებაში





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up