საქართველოს ხელისუფლება არის  გარანტი, რომ 31 ოქტომბერს დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება - ზალკალიანი

საქართველოს ხელისუფლება არის გარანტი, რომ 31 ოქტომბერს დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება - ზალკალიანი

access_time2020-10-21 22:00:00

„ეჭვი არავის ეპარება არც ბრიუსელში, არც სტრასბურგში და არც ერთ ევროპულ დედაქალაქში, რომ, დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობის თვალსაზრისით, საქართველო კიდევ ერთ მაღალ შედეგს აჩვენებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში“ - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა რადიო იმედის პოლიტიკურ ტოქ-შოუ „კვირის პოლიტიკა“-ში განაცხადა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მოლოდინები და მოთხოვნები მაღალია. „დემოკრატიის თამასა საქართველოში არის უმაღლეს ნიშნულზე, და სწორედ ამ უმაღლესი ნიშნულის შესაბამისია საქართველოს მიმართ პარტნიორთა მოთხოვნებიც“ - დასძინა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიის ყველა ტესტი ჩაბარებული აქვს, რადგან 2012 წლიდან მყოლებული, საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები იყო გამჭვირვალე და დემოკრატიული, დემოკრატიის უმაღლესი პრინციპებისა და ეუთოს სტანდარტების შესაბამისი, რასაც ადასტურებს ეუთო/ოდირის, საპარლამენტი ასამბლეისა და მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.

ზალკალიანის თქმით, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ დიდი ხნით ადრე დაიწყო მომზადება და ჯერ კიდევ აპრილ-მაისში გადაუგზავნა მოსაწვევები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. მინისტრის ინფორმაციით, უკვე საქართველოშია და გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს მაღალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა ეუთო/ოდირი.


როგორც მინისტრმა ინტერვიუს დროს განაცხადა, საქართელოს უკვე აქვს ამ ორგანიზაციის პირველი შუალედური დასკვნა, რომელიც უაღრესად პოზიტიურია და მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს პარლამენტის მხრიდან ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებას. „კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მედია თავისუფლების კუთხით საქართველო უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს“ - დასძინა ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არის გარანტი, რომ 31 ოქტომბერს მაღალი დონის არჩევნები ჩატარდება.​





„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up