საქართველოს ვიზალიბერალიზაცია - მიღწეული შეთანხმება და ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინი

საქართველოს ვიზალიბერალიზაცია - მიღწეული შეთანხმება და ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინი

access_time2016-12-08 11:15:18

ევროპარლამენტმა ე.წ. შეჩერების მექანიზმის საკითხზე შესაძლოა 2017 წლის 18 იანვარს იმსჯელოს. სავარაუდო თარიღს თავად ევროპარლამენტი აანონსებს, რის შესახებაც ინფორმაცია მის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. წინასწარი ინფორმაციით, იანვრის სესიაზე ევროპარლამენტის წევრები შესაბამისი რეგლამენტის 2016/0142(COD) განხილვას პირველი მოსმენით გეგმავენ.

 

ამ თემაზე პრესრელიზს ავრცელებს ევროკავშირის საბჭოც. მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით ევროპარლამენტთან შეთანხმებული ტექსტი შეჩერების მექანიზმის განხილვის რეგულაციაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა არსებული ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებებთან მიმართებაში. შეთანხმების მიღწევა მოხდა ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის შორის - აღნიშნულია რელიზში.

 

ამასთან, პრესრელიზში განმარტებულია, რომ შესწორებული რეგულაციის მთავარი მიზანი შეჩერების მექანიზმის გაძლიერებაა. „აღნიშნული უფრო იოლს ხდის წევრი ქვეყნების ინფორმირებას იმ გარემოებებზე, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ შეჩერება და საშუალებას აძლევს კომისიას მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს და დაავალოს მას ყოველწლიური ანგარიშების გადაგზავნა ევროპარლამენტისთვის და საბჭოსთვის, თუ რამდენად შეესაბამება საჭირო კრიტერიუმებს მესამე ქვეყნების სავიზო რეჟიმის მოთხოვნისგან გათავისუფლება. ახლა, როდესაც შეთანხმება დაადასტურა მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, საბჭოს სახელით რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით და საბჭოს მის მისაღებად", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 


გუშინ კი, სოციალური ქსელის „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა კატი პირიმ დაწერა - „შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის".

 

ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებაზე წერდა გუშინ გვიან საღამოს „რადიო თავისუფლებაც“. მათი ინფორმაციითაც, მომავალი კვირის დიდ პლენარულ სხდომაზე, ბრიუსელში, ევროპის პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. როგორც ბრუსელელი ჟურნალისტი იტყობინება, გუშინ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას „შეჩერების მექანიზმის“ თაობაზე, რითაც დაძლეულ იქნა მთავარი დაბრკოლება ლიბერალური სავიზო რეჟიმის ამოქმედების გზაზე.

 

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა და კომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას. ტუსკმა მარტინ შულცს შესაბამისი წერილიც გაუგზავნა.

 

ევროპარლამენტში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების შემდეგ,სწორედ პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. საბოლოოდ, მხოლოდ ევროპარლამენტარების უმრავლესობა წყვეტს უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხს. კენჭისყრის შემდეგ უკვე კონკრეტული თარიღი გვეცოდინება, როდიდან შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ოცდაათ ქვეყანაში ვიზის გარეშე მგზავრობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდეს, თუმცა ოფიციალური წყაროები ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.



რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up