საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი X)

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი X)

access_time2019-04-11 15:13:51

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსს“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – “არსი” 30 წლისაა.


როგორ ახერხებდა პროფესიონალთა ერთი ჯგუფი მენტალურ გადატრიალებას, ფასეულობათა გადაფასებას – კომპანიის ისტორიის მორიგი საინტერესო ეტაპის თხრობას „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე აგრძელებს:


2008 წლისთვის ბევრი საქმე გვქონდა: ორთაჭალის ტურფა, არსი ავლაბარი, არსი ნაძალადევი, არსი ვაკე, ქარვასლა, არსი ბათუმი, პატარა ავლაბარი, ახალი მიწების სამსახური.


შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი ერთ დღეს დადგა. სექტემბერში, როცა ომის ემოციები ჩაცხრა, დავინახეთ, რომ ნულზე ვართ, ერთი ლარი აღარ გვაქვს. შემოსავლები კი არ შემცირდა, განულდა. ბრიტანულ ფონდთან 50 მილიონიან ინვესტიციაზე გვქონდა ხელი მოწერილი და გაჩერდა, ბინები აღარ იყიდებოდა, ვისაც ნაყიდი ჰქონდა, გადახდას აღარ აგრძელებდა, რადგან არავინ იცოდა, მშენებლობა დამთავდებოდა თუ არა. ბანკებმა, რაც გვეკუთნოდა, აღარ მოგვცეს და რაც აღებული გვქონდა, უკან მოგვთხოვეს. კრიზისის ნიშნები მანამდეც იყო. ომს წინ უძღვოდა 117 უარყოფითი სტატია გაზეთებში და 52 სიუჟეტი, რომ უძრავი ქონების ბაზრი ჩამოინგრევა. მაგრამ ჩვენც თუ შეგვეხებოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდით, რადგან ყველაფერი სწორად გვქონდა გაკეთებული. გვეგონა, თუ კრიზისი დაიწყებოდა, ჩვენ თეთრი კოსტიუმითა და ხელთმანებით დავრჩებოდით. მაგრამ ცხადია, ეს მცდარი მოსაზრება იყო და ასე არ მოხდა, მთელი სექტორი ჩამოიშალა და იქ აბანოს პრინციპით თეთრისა და შავის გარკვევა აღარავის უნდოდა.


კრიზისი ბრძოლაა, ომია, მაგრამ დიდი მოტივაციაც არის. სულ სხვა აღტკინებაა. მნიშვნელოვანია, რომ რაც გაკეთებული გაქვს, დაივიწყო და თავიდან დაიწყო. უნდა დაივიწყო, რომ მაგარი ტიპი ხარ, რომ ეს გააკეთე, ის გააკეთე. ყველაზე დიდი ცდუნებაა, გაჩერდე. ტკბობა სიკვდილია. მივხვდით, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნა, დეპრესია ფუფუნებაა და ამისი უფლება არ გვქონდა. სულ მოძრაობაში უნდა ვყოფილიყავით, სულ რამე უნდა გვეკეთებინა. იყო განწყობა, რომ კი არ დაველოდოთ, თუ როდის გაგვიღიმებს ბედი, არამედ, არ მოვეშვათ, სანამ არ გაგვიღიმებს, ვაიძულოთ, რომ გაგვიღიმოს.



700 ადამიანი გვყავდა ბინით დასაკმაყოფილებელი, წინ კი არანაირი შანსი არ ჩანდა. დიმა მერაბიშვილი იყო მაშინ გაყიდვების მენეჯერი. დიმამ მითხრა, ამ ხალხს ჩემს თავზე ვიღებ, შვიდასივეს შევხვდები, ზოგს ასე, ზოგს ისე, გავაჩერებ, შენ მითხარი, დრო რამდენი გჭირდება, რომ რამე გამოსავალი მოიფიქროო? მძიმე იყო იმ ხალხთან ურთიერთობა, ზოგი იმუქრებოდა, ზოგი იარაღს ატრიალებდა, ზოგი იგინებოდა. წესად გვქონდა და არასოდეს დავმალულვართ, ტელეფონი არ გაგვითიშია, ტყუილი იმედი არ მიგვიცია. პასუხი ან არ გვქონდა, ან ცუდი გვქონდა, მაგრამ ვხვდებოდით და ველაპარაკებოდით. თანაც იმ განწყობით ვიყავით, რომ თუმცა გაგინებს, გემუქრება, მაგრამ მართალია, თავისი ბინა უნდა. მთელი ჯგუფი კოორდინირებულად მუშაობდა. ორი წელი დიმა იდგა იქ, მერე თიკო რატიანი იყო ორი წელი, მერე ფიქრია სეთურიძე. ამათაც რეაბილიტაცია სჭირდებოდათ. მძიმე იყო ისიც, რომ არ დაგვიშვია არც ერთი გამონაკლისი. ანგარიში არ გაგვიწევია, ნათესავი იყო, ახლობელი, ძმაკაცის ვიღაცა, პროკურორი, პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი.


ნაძალადევში, ქარვასლის უკან 104 ოჯახი გვყავდა დასაკმაყოფილებელი. ჩვენი მცდელობა, რომ საქმე მოგვარებულიყო, 26-ჯერ ჩაიშალა და 27-ე ჯერზე გამოვიდა. წარმოიდგინეთ, ამ ხალხს 27-ჯერ მოვუყევით სხვადასხვა პროექტი. იმედი აღარავის ჰქონდა, მაგრამ მოვახერხეთ და დავაკმაყოფილეთ.


მივხვდით, მარტო ჩვენს თავს ვერ ვუშველიდით, სფეროს უნდა დავხმარებოდით, რომ ჩვენც გვშველებოდა. მაშინ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ჩვენი დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი გახდა. შევკრიბეთ ყველა დეველოპერი, ბანკი, მერია. ბოლოს დაიბადა პროექტი „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ (ეს სახელი მერე მერიამ დაარქვა, ჩვენს ვერსიაში „ძალა ერთობაშია“ ერქვა). სქემა ასეთი იყო: მერია იძლეოდა გარანტიას, რომ იყიდდა მიწას ძველ თბილისში, მაგრამ ფულს მაშინ გადაიხდიდა, როცა მიწას მიიღებდა. ამ მიწაზე მოსახლე ხალხი კი დეველოპერებს უნდა დაგვეყოლიებინა, რომ ჩვენს დასრულებულ სახლებში გადავიდოდნენ. რაც მთავარია, მერია ბანკებსაც აძლევდა გარანტიას, რომ სესხი მოეცათ.


თითქმის 8 თვე, გადაბმულად, ასეთი რეჟიმი გვქონდა: დილით 10 საათზე შეხვედრა, მერე გასვლა ველად, კარდაკარ სიარული. თიკო რატიანმა, ნინო გამცემლიძემ, დიანა ხუციშვილმა და ნინო მარიამიძემ, სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოწყობილები რომ დადიოდნენ, ჩაიცვეს ბოტასები და ძალიან მძიმე პირობებში მოსახლეობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, უხსნიდნენ, რას ვთავაზობდით. ღამის 12 საათზე ბრუნდებოდნენ, მერე იწყებოდა განხილვა და ღამის 3-4 საათზე გავდიოდით ოფისიდან. გვიხაროდა, როცა იყო წვიმა, ქარი და თოვლი, რადგან იმ დროს ჩვენ მაინც დავდიოდით, კონკურენტები კი ნაკლებად. ამ პროექტმა მაგრად გვიშველა, 4-5 ობიექტი ამოვქაჩეთ. არა მარტო ჩვენ, სხვასაც უშველა .ჩვენ გამოვძვერით, ჩვენი კლიენტები გამოძვრნენ, ბანკები გამოძვრნენ და მოსახლეობას, ვინც ავარიულ სახლში ცხოვრეობდა, ეშველა.


საბოლოო ჯამში, 10 წელი მოვანდომეთ კრიზისიდან გამოსვლას. შორს ვართ იმ პათეტიკისაგან, აი, გამოვძვერით და ღირსეულად მოვიხადეთ ყველა ვალდებულება. იმ ხალხს ხომ მნიშვნელოვანი პრობლემები შევუქმენით. ადამიანი, რომელიც ემზადებდა, რომ 6 თვეში ან ერთ წელიწადში შევიდოდა ბინაში, ზოგს ცოტა, მაგრამ ზოგს 8 წელი დავუგვიანეთ. გარდა ფინანსური ვალდებულებისა, მორალური პასუხისმგებლობაც ხომ გვქონდა.


ერთადერთი, რაშიც ძალიან გამიმართლა, ის იყო, რომ გვერდით ყოველთვის უერთგულესი ხალხი მედგა. მარტო მე ვერაფერს შევძლებდი. სხვა ყველაფერში ბედს ვაიძულებდით გაეღიმა. სამსახურში მიდიხარ და იცი, რომ ყველა საგუშაგოზე ადამიანი დგას და რაც უნდა მოხდეს, მზად არის. გამიმართლა ოჯახში. გამიმართლა დამფუძნებლებთან, გია აბულაძესა და ირაკლი როსტომაშვილთან ურთიერთობამ. გიაზე როგორც მამაზე არ ვამბობ. ძალიან გაგვიმართლა პარტნიორებში. გაგვიმართლა მთავრობაშიც, ვინც მერიაში ნაციონელბის დროს მუშაობდა - მამუკა ახვლედიანი, დათო ალავიძე, ზვიად არჩუაძე, სულხან სისაური, და მერე ოცნების დროს ეკონომიკის სამინისტროში დიმა ქუმსიშვილი და გიორგი გახარია. ყოველთვის არიან ადამიანები, ვისაც უნდა, რომ კარგი საქმე აკეთოს და ვისშიც მოკავშირეს, თანამოაზრეს პოულობ. და, საბოლოო ჯამში, გაგვიმართლა მოსახლეობის (კლიენტების) უმეტეს ნაწილში.


ანა მანიანის აქვს ნათქვამი: ჩემი ნაოჭები ჩემი სიმდიდრეაო. ის, რაც ჩვენი უმძიმესი პრობლემა იყო, დღეს არის ჩვენი გამოცდილება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი.


(NS)



თეგები:
„არსი“



27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up