საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი VI)

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი VI)

access_time2019-03-14 12:20:15

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსს“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – “არსი” 30 წლისაა.


როგორ ახერხებდა პროფესიონალთა ერთი ჯგუფი მენტალურ გადატრიალებას, ფასეულობათა გადაფასებას – კომპანიის ისტორიის მორიგი, არანაკლებ საინტერესო ეტაპის თხრობას „არსის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე განაგრძობს.


გია აბულაძე: „მზიურის“ გენგეგმაში მონიშნული გვქონდა სარეკონსტრუქციო ზონები – ჭავჭავაძის I ჩიხი, ახლანდელი გაბაშვილის, ხილიანისა და წყნეთის ქუჩები. იქ იყო კატასტროფა, მიყრუებული, მუყაოთი და თუნუქით აშენებული უსახური სოფელი ძროხებით, ქათმებით, ძაღლებით. უკანონო ბარაკები და სიბინძურე. მთელი კანალიზაცია და ნაგავი მდინარეში იყრებოდა. თითქოს იქ ცხოვრობდნენ, თან არ ცხოვრობდნენ და ეპატრონებოდნენ ვიღაც უცნაური ტიპები, ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, ვერ გაიგებდი. ქალაქს ზურგი ჰქონდა შექცეული ხეობისათვის. ქალაქი იყო ცალკე და ვერეს დაბინძურებული, ჭუჭყიანი ხეობა – ცალკე. დავამუშავეთ ვერეს ხეობის გეგმარებითი მოწესრიგების, ანტისანიტარიის მოსპობის მთლიანი პროგრამა. ჩვენდა უნებურად ეს მიდგომა, როცა ერთი კონკრეტული შენობის პროექტს ვიხილავთ ვრცელ ქალაქგეგმარებით კონტექსტში და არა ვიწრო, კომერციულ ჩარჩოებში, მომავალში გამოარჩევს „არსს“ სხვა დეველოპერული კომპანიებისგან.


ეს პროგრამა მივიტანეთ მერიაში, სახმშენში. მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდევ ის იყო, რომ ძალიან მაგარი მხარდამჭერი გვყავდა - გურამ მირიანაშვილი, სახმშენის თავმჯდომარე. შანსი არ გაუშვია, რომ ღირებული რჩევა მოეცა. ვერეს ხეობის მოწესრიგებისა და დაგეგმარების პროექტს რომ ვაცნობდით, დიდი გულისყურითა და სითბოთი გვისმენდა. ბოლოს გვითხრა, აქედან რო წავალ, თქვენთან გადმოვალ სამუშაოდო.
პროგრამა მიიღეს. დავიწყეთ კონკრეტული პროექტების დამუშავება.


პარალელურად ვმუშაობთ კომერციული ბინათმშენებლობის პროგრამაზე. ეს ახალი ხილი იყო და შესაბამისად არანაირი რეგლამენტი არ არსებობდა, მაგრამ რახან თემა წამოიჭრა და მოიწონეს, საჭირო გახდა დებულების ჩამოყალიბებაც. რეგლამენტის ჩამოყალიბებაში ალიკა არობელიძეს ვთხოვე დახმარება. ამ მუშაობაში ყველა ვიყავით ჩართულები და დიდი კამათის, წყენის, ურთიერთბრალდების, გინებისა და დროსტარების ფონზე გავაკეთეთ დებულება და შევიტანეთ მინისტრთა საბჭოში. პრემიერ–მინისტრია თენგიზ სიგუა. ჩვენი შეტანილი წინადადება 1991 წლის 3 მაისს კაბინეტის სხდომაზე გავიდა და დამტკიცდა. ესეც ასე!



ჩვენს საქმიანობაში გაჩნდა ახალი მიმართულება. დავაფუძნეთ კომერციული ბინათმშენებლობა, პირველი ნაბიჯები გადავდგით. საქართველოში საფუძველი ჩაეყარა დეველოპმენტის ინსტიტუტს!


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ხილიანის და ყიფშიძის პროექტები გამაქვს საბჭოზე. საბჭოთა სტანდარტებით ბინა შეიძლება დაპროექტებული ყოფილიყო მაქსიმუმ 136 კვ. მეტრი. ამ ფართის მიღება შეგეძლო, თუ გყავდა სამი შვილი, დამსახურებები გქონდა სამშობლოს წინაშე, იყავი რომელიმე შემოქმედებითი კავშირის წევრი და გეკუთვნოდა სახელოსნო. გავიტნეთ პროექტი და გვაქვს ბინები - 200, 250, 300 კვ.მეტრი, დუპლექსები და ა.შ. ამას რომ ვხსნი, საბჭოს წევრები გაოგნებულები მიყურებენ. დიდი ავტორიტეტის მქონე არქიტექტორები იყვნენ, ამავე დროს თავდაჯერებულები და დარწმუნებულები. პირველად ხედავენ ასეთი ფართის ბინებს ღიად გამოტანილს საბჭოზე. თანაც საფუძვლიანად ჰქონდათ შესწავლილი პროექტი. ყიფშიძის ქუჩის სახლში იყო პირველი სართული, რომელსაც ნაკლებად ხვდებოდა მზე. ადგა თემო კანდელაკი, ნამდვილ მეტრად ითვლებოდა, და დეტალურად მირჩევს: ახალგაზრდავ, ბინებს 17-ს, 18-ს, 20-სა და 21-ს ცალმხრივი ორიენტაცია აქვს, განიავება და ინსოლაცია შეზღუდულია. ამაზე რას ფიქრობთ, რას უშველით? მე ვუპასუხე: ეს ბინები ეღირება ნაკლები! გაშრა, ასეთი თავისუფალი მიდგომა, რომ შეიძლება სტანდარტიდან ამოვარდე, რომ ფასი, ბაზარი წყვეტს ბევრ რამეს, აი, იმ წუთას დაინახა. ლოგიკურიაო, ჩაილაპარაკა და საფუძველგამოცლილი დაჯდა. თითქოს დრომ ჩაუქროლათ. ახლა ეს იქნებ სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მაშინ ეს იყო გარღვევა. სასაცილოა, მაგრამ ასეა. მნიშვნელოვანი მენტალური გარდატეხა ხდებოდა, ღირებულებები იცვლებოდა.


ვამტკიცებდით, ჩვენ მშენებლები კი არა ვართ, ჩვენ ვართ მენაშენეები. შევქმენით მენაშენის ინსტიტუტი. არადა, ქვეყანაში ჯერ კიდევ გაუგებარი სიტუაცია იყო. გარეთ დიდი ამბები ხდებოდა, ბარიკადები, მიტინგები, ომი. როცა ამ საქმეს ვიწყებდით, არ ვიცოდით, რას ვიწყებდით. ჩვენც ვორჭოფობდით. ბიჭები გაგა, ლევანა, მიკა ამბობდნენ, ჩვენ არქიტექტურა გვაინტერესებს, ეს მენაშენეობა არ გვინდაო. ალიკა არობელიძე ამბობდა, მე ჩემი ინტელექტი რატომ უნდა გადავაკონვერტირო ბეტონშიო.


შემდეგ გადავედით „ივერთბანკის“ შენობის მეორე ფლიგელში, იმელის მხარეს, შედარებით პატარა ოთახი იყო, მაგრამ კარგად მოვაწყეთ, ბუხარი ავაშენეთ, გუგა კოტეტიშვილის სავარძლები შევიძინეთ. სკამები, მაგიდა და თაროები გავაკეთეთ „a’la Mackintosh“. მოკლედ, ისე წავიდა საქმე, რომ თანამშრომლებიც ავიყვანეთ. საქმეც ბევრი გვქონდა“.


“არსის” 30–წლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ მომავალშიც მოგითხრობთ. წინ უნიკალური მოვლენები გელოდებათ...



(NS)





„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაშ...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up