საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი IV)

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი IV)

access_time2019-02-26 15:29:42

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსს“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – “არსი” 30 წლისაა.


კომპანიის ისტორიის თხრობას „არსის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე განაგრძობს:


„როგორც ვთქვი, მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლებოდა, ახალი ცხოვრება კარზე გვიკაკუნებდა და ჩვენ ან უნდა გაგვეღო, ან სამუდამოდ ჩავკეტილიყავით. ნელნელა ვსწავლობდით ახლებურ ცხოვრებას. სამი თვე ვმსჯელობდით ქსეროქსის აპარატი გვეყიდა თუ არ გვეყიდა. ჩვენი გუნდის წევრი ალიკა არობელიძე ითვლიდა, ერთი ფურცლის გატარება რა ღირს, რამდენი გვჭირდება, ფორმულები შეადგინა და დაასკვნა, რომ ჩვენ თუ ქსეროქსს ვიყიდით, თანხას 12 წელიწადში ამოვიღებთ, ამიტომ ამას აზრი არა აქვს, ჯობია, გარეთ გავიდეთ და ასლი გადავიღოთ ხოლმეო. ვუხსნიდი, ქსეროქსს სხვა ფუნქციებიც აქვს, კომპილაციას, მონტაჟს აკეთებს. თეთრ, ლამაზ ფურცელზე რომ დავბეჭდეთ ჩვენი პროექტები და ნახეს, ვაა, სად დაბეჭდეთო? – გვეკითხებოდნენ. აი, კიდევ ერთხელ, საიდან მოვდივართ.


დიდი მოვლენა იყო ფაქსის აპარატის ყიდვა. საბჭოთა კავშირში ასეთი აპარატები კაგებეს მკაცრ კონტროლზე ჰქონდა აყვანილი. ფაქსით ხომ ნახატის, ნაწერის, უწყების დოკუმენტების გადაცემა შეიძლებოდა. მივედით საყიდლად და ვეკითხებით, კაგებედან ცნობა უნდა მოვიტანოთ? არა, ნომერი აიღეთ, დააყენეთ და მერე დაგარეგისტრირებენო. კაგებეში რომ მივედით, ჯერ გვითხრეს, ის შვებულებაშია, იმას არ ეხებეო. ერთი კვირა ვიარეთ, მერე გვითხრეს, თავი დაგვანებეთო. ესეც საოცარი იყო.


სიტყვა დეველოპმენტი მაგრად გვჭრიდა ყურს. ვერ ვეგუებოდით. ამას დაემთხვა ის, რომ 1991 წელს ამერიკაში ვიყავით მე და თამაზ ლობჟანიძე და იქ ვნახე პატარა კოტეჯების მშენებლობები. პირველად იქ ვნახე თაბაშირ-მუყაო, მჩატე კედლები, გამარტივებული და ეფექტური სამშენებლო ტექნოლოგიები. მერე ვიყავი ბელგიაში და იქაც დეველოპერულ კომპანიებს ვეცნობოდი. გავიგეთ, რა არის მიწის დეველოპმენტი და სხვა ბევრი რამ.
შოთა ყავლაშვილმა, იმ პერიოდში თბილისის მთავარი არქიტექტორი იყო, ერთი მშენებელი გამოგვიგზავნა: „მზიურის“ მოსაზღვრე ტერიტორია აინტერესებდა. მოვიდა ის კაცი და გვეუბნება: აქ და აქ, მინდა ორი თერთმეტსართულიანი კოოპერატიული სახლის აშენება. იცოდეთ, ჩვენ არაფერი არ გვეშლება, ვიცით: Кесарю кесарево! - გაჩუმდა და დაამატა: - И даже больше! - მოკლედ, გაგვაგებიანა, კარგად ვიხდიო. წარმოიდგინეთ, რუსულად, თანაც გამოკვეთილი მეგრული აქცენტით ნათქვამი ეს - „კეისარს კეისრისა და უფრო მეტი“, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა.


მე და როსტიკას მაგიდები მიდგმული გვქონდა და ისე ვისხედით, რომ ერთმანეთს პირისპირ ვუყურებდით. დავიწყეთ ფიქრი, რა ვქნათ? „უფრო მეტიც“, რა მოვთხოვოთ? ჯერ ვთქვით, სახელოსნო გამოვართვათო. მაშინ ამ გზით არქიტექტორები სახელოსნოებს იღებდნენ. ჩვენც ამაზე ვფიქრობდით. მერე ირაკლიმ თქვა: იმას რატომ მოვთხოვოთ, მოდი, ჩვენ ავაშენოთ და ჩვენვე გავყიდოთო.



ასე დავიწყეთ ფიქრი კომერციულ ბინათმშენებლობაზე“.


“არსის” 30–წლიან ისტორიას მომდევნო სტატიებშიც შემოგთავაზებთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი...




NS





თეგები:
„არსი“



სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up