საქართველოს ტურისტული პარტნიორებიდან ეპიდვითარება მხოლოდ რუსეთში უარესდება

საქართველოს ტურისტული პარტნიორებიდან ეპიდვითარება მხოლოდ რუსეთში უარესდება

access_time2021-06-25 11:00:39

აპრილში ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 140%-ით, მაისში კი 188%-ით გაიზარდა. საავტომობილო საზღვრების გახსნის, კომენდანტის საათის გადაწევისა და სახვა რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ივნისში უფრო მაღალი ზრდაა მოსალოდნელი. იმ პირველ 5 ქვეყანას შორის, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია, პანდემია თითქმის მთლიანად მხოლოდ ისრაელმა დაამარცხა. ყველაზე მწვავედ პანდემიის პრობლემა რუსეთის ფედერაციაში დგას.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსვლა მხოლოდ იმ ტურისტებს შეეძლებათ, ვისაც სრული ორჯერადი ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ან მხოლოდ ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ასეთ შემთხვევაში ვიზიტორს შემდეგი 72 სთ-ის განმავლობაში ტესტის განმეორებით ჩატარების ვალდებულება ეკისრება.


მაისში საქართველოს ყველაზე მეტი - 21 855 ვიზიტორი თურქეთიდან ეწვია, ამ ქვეყანაში აპრილში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 60 000-ს აღწევდა, დღეს 5 500-მდეა შემცირებული. 350-დან 60-მდე შემცირდა დღიურად გარდაცვლილთა რიცხვიც. ახალი შემთხვევების რაოდენობით, ყოველ 1 მლნ-ზე 68 ინფიცირებულით თურქეთი 49-ე ადგილზე იმყოფება. თურქეთში 40 მლნ-ზე მეტი აცრა ჩატარდა, ერთჯერადად აცრილთა რაოდენობამ მოსახლეობის ნახევარს მიაღწია.


11 533 ვიზიტორით უკრაინამ მეორე ადგილი დაიკავა. უკრაინაში აპრილში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 15 000-ს აღემატებოდა, დღეს ის 700-მდეა შემცირებული. 10-ჯერ – 390-დან 39-მდე შემცირდა საშუალო დღიური სიკვდილიანობაც. ყოველი 1 მლნ-დან ინფიცირების 19 ახალი შემთხვევით უკრაინა 94-ე ადგილზე იმყოფება. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ დაბალია და ამ დროისთვის მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია აცრილი.



24 889%-იანი ზრდის შემდეგ, ისრაელმა პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში 11 199 ვიზიტორით მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც 35%-ით ნაკლებია. 2019 წლის მაისში ისრაელიდან საქართველოს 17 084 პირი ეწვია, 2020 წლის მაისში კი მხოლოდ 45. ასევე ძალიან დიდი 13 000%-იანი მატება დაფიქსირდა მაისშიც. ორივე შემთხვევაში ასტრონომიული ზრდა ვაქცინაციის მაღალმა ტემპმა გამოიწვია. ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის 60%-ზე მეტი ორჯერადად აცრა, შედეგად ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 8000-დან 73-მდე შემცირდა, გარდაცვალების კი 60-დან 1-მდე, ბოლო ორ დღეში საერთოდ არავინ გარდაცვლილა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც 2 კვირის წინ 10-მდე იყო შემცირებული, მაგრამ ახალმა შტამმა „დელტამ“ ვითარება შედარებით დაამძიმა, მაგრამ იმის გათვალისწიენით, რომ აცრილებში სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა და აუცრელთა უდიდესი ნაწილიც დაბალი რისკჯგიფის მქონე ბავშვია, გარდაცვალებულთა რიცხვის ზრდა ნაკლებადაა მოსალოდნელი. მცირედი გაუარესებული სტატისტიკითაც კი ყოველი 1 მლნ-დან 10 ახალი ინფიცირების შემთხვევით ისრაელი 120-ე ადგილზე იმყოფება.


რუსეთი 10 818 ვიზიტორით მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყანა ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც ივნისში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. აპრილში ქვეყანაში ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 8000-მდე იყო შემცირებული, დღეს 20 000-ს აჭარბებს, 400-დან 570-მდეა გაზრდილი სიკვდილიანობაც. რუსეთმა გასულ წელს, საკუთარი ვაქცინის მიღების შესახებ ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, ამის მიუხედავად ერთჯერადად აცრილთა რიცხვი მხოლოდ მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს. 1 მლნ-დან 138 ახალი ინფიცირებულით რუსეთი 32-ე ადგილზე იმყოფება. რუსეთი ერთადერთია საქართველოში შემომსვლელი ტოპ ვიზიტორი ქვეყნებიდან, სადაც ეპიდვითარება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.


ხუთეულს 9863 ვიზიტორით სომხეთი ასრულებს. საერთო ჯამში 1 მლნ-დან 1517 გარდაცვლილით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე მზიმე ვითარება სწორედ სომხეთშია, თუმცა ბოლო დროს ვითარება შედარებით დასტაბილურდა. თუ გასული წლის ნოემბერში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 2000-ს აჭარბებდა, წელს მარტში 900-ს, დღეს 75-მდეა შემცირებული. სიკვდილიანობა კი 30-დან 2-მდე. 1 მლნ-დან 34 ახლადინფიცირებულით სომხეთი 78-ე ადგილზეა. სომხეთში ერთჯერადად აცრილთა რაოდენობა მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


მეექვსე ადგილზე 9537 ვიზიტორით თავად საქართველოა - არარეზიდენტი პირები. მეშვიდე ადგილს კი ქვეყნის კიდევ ერთი მეზობელი 5704 ვიზიტორით აზერბაიჯანია, სადაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2200-დან 50-მდე, სიკვდილიანობა კი 30-დან 1-მდეა შემცირებული. ყოველი 1 მლნ-დან 6 ახალი ინფიცირების შემთხვევით აზერბაიჯანი 134-ე ადგილზეა.


მაისში ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 23%-ით აღდგა, მთავრობას იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზრდება, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წელს ტურიზმი 40%-ით უნდა აღდგეს, 2022 წელს კი ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს 10%-ით გადააჭარბოს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up