საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპილარიზაციის მიზნით  Forbes  America სტატიას მოამზადებს

საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპილარიზაციის მიზნით Forbes America სტატიას მოამზადებს

access_time2021-07-26 11:46:16

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალრეიტინგული გამოცემა Forbes-ის წარმომადგენელისათვის პრეს-ტური გამართა.

 

Forbes-ის ჟურნალისტმა რანა ბელინდა გუდმა ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისი,  ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, მესტია, უშგული, ონი, ამბროლაური, ნიკორწმინდა და შაორი მოინახულა.


საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი რაჭაში საოჯახო მარნებს ესტუმრა და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნა. 8 დღიანი ტურის შემდეგ რანა ბელინდა გუდი Forbes-ისთვის საქართველოს შესახებ სტატიას მოამზადებს, სადაც საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ტურისტული პროდუქტების,  ქართული ღვინისა და კულინარიის  შესახებ ინფორმაციას Forbes-ის მილიონობით მკითხველს გააცნობს.



„საქართველოში მშვენიერი დრო გავატარე, ძალიან მომეწონა. მე საქართველოს  ბევრ განსხვავებულ კუთხეში  ვიმოგზაურე, ვიყავი მთებში, ვნახე მდინარეები, დავათვალიერე თბილისი, თუმცა კიდევ ბევრი დამრჩა საქართველოში სანახავი. შემდეგ ჩამოსვლაზე მინდა დავათვალიერო ბორჯომი, ბათუმი და ყაზბეგი."-ამბობს „Forbes-ის ჟურნალისტი რანა ბელინდა გუდი.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმის და ავიაციის აღდგენა დაიწყოს ჯანსაღი და სწრაფი ტემპით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ,  რომ შევინარჩუნოთ აღდგენის ტემპი და ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ რა თქმა უნდა, რომ მსოფლიოს  გავაგებინოთ, რომ საქართველო ღიაა ტურისტებისთვის და საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ამიტომ Forbes-ის მოწვევა ასეთ მოკლე პერიოდში ხელსშეუწყობს ცნობადობის გაზრდას და კიდევ უფრო პოზიციონირებას. ჩვენ სწორედ შევარჩიეთ ის მიმართულებები, სადაც ჟურნალისტი ჩავიდა და ესტუმრა, მათ შორის როგორიცაა: იმერეთი, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, რაჭა, სვანეთი, იმისთვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ამ რეგიონების ცნობადობა, ვნახოთ უფრო მეტი საერთაშორისო და შიდა ტურისტი ამ რეგიონებში, იმისთვის, რომ მდგრადად განვითარდეს და გაძლიერდეს მცირე და საშუალო ბიზნესი სრულიად საქართველოში და ჩვენთვის მნიშვნელოვან სამიზნე რეგიონებში."-განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up