საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 8 მასშტაბური პროექტი წარმოადგინა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 8 მასშტაბური პროექტი წარმოადგინა

access_time2016-05-06 17:30:01

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა რვა მასშტაბური და როგორც თავად აცხადებენ, უპრეცედენტო პროექტის პრეზენტაცია გამართა.

 


როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს, იმ შემთხვევაში თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორცილებას შეძლებენ.

 


თაბორის პროექტთან დაკავშრებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იგივე პირობებით დაუთმოს მიმდინარე კვირაში საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰა მიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია ფინსერვისის კუთვნილებაში არსებული 10 ჰა ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად.

 


ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2,266,500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას.
როგორც ფონდში აცხადებენ, 8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არა თუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებულ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.

 


„განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიონაობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით.

 


წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა (8) პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი.

 

შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთეები, რომლებიც პროექტების განხოციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2,500 ადამიანი" - აცხადებენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში.

 


რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს: 


1.სასტუმრო შეკვეთილი

ინვესტიციის მოცულობა 75 მილიონი დოლარი

პროექტი დასრულდება 2016 წელს

 


 

2. I სასტუმრო ერეკლე II-ის მოედaნზე


ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი დოლარი

პროექტი დასრულდება 2017 წელს

 

3. II სასტუმრო ერეკლე II-ის მოედaნზე

ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი დოლარი

პროექტი დასრულდება 2019 წელს

 

4.სასტუმრო თავისუფლების მოედანი

ინვესტიციის მოცულობა 90 მილიონი დოლარი 


პროექტი დასრულდება 2018 წელს


 

5.თაბორის პროექტი


ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი დოლარი


პროექტი დასრულდება 2018 წელს

 


6.სასტუმრო განმუხური


ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონი დოლარი


პროექტი დასრულდება 2018 წელს

 

7.სამკურნალო–გამაჯანსაღებელი კომპლექსი მაგნოლია


ინვესტიციის მოცულობა 80 მილიონი დოლარი


პროექტი დასრულდება 2019 წელს


 

8.სასტუმრო სოლოლაკი


ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონი დოლარი


პროექტი დასრულდება 2019 წელს

 




მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up